Uncategorized

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მორიგი შრომითი დავის დაწყებაზე იმსჯელებს

Posted on

სახალხო დამცველმა და პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წინააღმდეგ განხორციელებულ დისკრიმინაციულ ფაქტებზე, 18 არასამთავრობო ორგანიზაცია კი რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებენ.

შეშფოთებას გამოვთქვამთ სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის მიერ კომპანიაში ასოციაციის თავისუფლების უხეშად დარღვევის ფაქტების და 2014 წლის 3 დეკემბერს გაფიცვის შედეგად მიღწეული შეთანხმების შეუსრულებებლობის გამო. მოვითხოვთ, შეწყდეს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ლიდერების, აქტივისტებისა და წევრების დევნის, უსამართლო დისციპლინური დასჯის და დისკრიმინაციის პოლიტიკა.

მოვუწოდებთ :
– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასა და რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს შორის 2014 წლის 3 დეკემბერს გაფიცვის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას, კომპანიაში სოციალური დიალოგის კანონის ფარგლებში წარმართვას და დისკრიმინაციის პოლიტიკის შეწყვეტას;

– საქართველოს საპარტნიორო ფონდს, მკაცრად გააკონტროლოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის მოქმედებები კომპანიაში ასოციაციის თავისუფლების შეზღუდვის შემდგომი არდაშვების მიზნით და უზრუნველყოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულ და ეფექტური შესრულება; 10576916_985054261523218_6259136239067978448_n

– საქართველოს მთავრობას და მის მრჩეველს ადამიანის უფლებების საკითხებში, შესაბამისი, დროული და ეფექტური მონიტორინგის გზით ხელი შეუწყოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ მისდამი გაგზავნილ კორესპონდენციებში აღწერილი ასოციაციის თავისუფლების დარღვევის ფაქტების შესწავლას და რეაგირებას.
ვთხოვთ:
– საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიმართ მიმდინარე დისკრიმინაციული და დევნის პოლიტიკის შესახებ საკითხი განიხილონ საქართველოს მთავრობასთან ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის ფორმატსა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემატურ დისკუსიებში.
საქართველოს სამოქალოქო სექტორი სოლიდარობას უცხადებს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს და მის წევრებს მათი დემოკრატიული სამოქალაქო და შრომითი უფლებების სრულად რეალიზების საქმეში.

ხელისმომწერნი:
1. კონსტიტუციის 42 მუხლი;
2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
3. საზოგადოებრივი დამცველი;
4. ადამიანის უფლებათა ცენტრი (EMC);
5. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
6. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
7. იდენტობა;
8. ახალგაზრდა სოციალ – დემოკარეტბი
9. თბილისის ფაბიანური საზოგადოება;
10. საფარი;
11. სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი რეაქტორი;
12. მწვანე მუშტი;
13. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები;
14. სტუდენტური თვითორგანიზების ქსელი;
15. მოძრაობა სტუდენტური სოლიდარობა;
16. საქართველოს პროფესიული კავშირების ახალგაზრდული ორგანიზაცია (Youth GTUC )
17. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
18. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია

აგერ უკვე მესამე თვეა ზედიზედ, 13 000_ი რკინიგზელიდან, 600_ზე მეტი პრემიის 10917108_983089645053013_1090148142886272988_nსახით ხელფასის 50%_იან დანამატს იღებს! ეს ის რკინიგზელები არიან, რომლებმაც გაფიცვაში მონაწილეობა არ მიიღო. მათი უმრავლესობა, ყვითელი, ადმინისტრაციის შექმნილ და მართული პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეები არიან. ,,დამსახურებული” რკინიგზელების სიაში მოხვდნენ, უკვე მესამედ, დეპოს, ცეხის, სადგურის უფროსები, მათი შვილები, დისშვილები, სიძეები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები…

თითოეული მათგანის პრემია, აგერ უკვე ზედიზედ მესამე თვეა, 500 ლარზე ნაკლები არაა… რა დამსახურებით, ვინ და რა მიზნით ურიცხავს რიგით თანამშრომლებს გამონაკლისის სახით პრემიას, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირისთვის დღემდე გაუგებარი რჩება!

გარდა ამისა, რკინიგზის დეპარტამენტში შექმნილია ჯგუფი, რომელიც წინასწარ არკვევს 10906038_983089621719682_7071232536637526985_nრკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წევრების ადგილსამყოფელს, და მას შემდეგ როცა დარწმუნდებიან, რომ თანამშრომელი სახლში არ იმყოფება, მის ოჯახს სტუმრობენ. პროფკავშირს ყოველ დღე ათეულობით ადამიანი მიმართავს და აცხადებენ რომ მიმდინარეობს მათი ოჯახის წევრების დაშინება. მათივე თქმით, მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აფრთხილებენ თუ მათი ოჯახის რკინიგზელი წარმომადგენელი არ დატოვებს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირის რიგებს, მათი ოჯახები დიდ ფინანსურ და მატერიალურ ზიანს მიირებენ! არ დაერიცხებათ პრემიები არასდროს და დიდი შანსია სამსახურიც დააკარგინონ…!

ამ და სხვა მსგავსი დისკრიმინაციული ქმედებების შედეგად, რკინიგზელებში უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება. ახალ პროფკავშირს ყოველდღიურად უწევს ,,ცხელ წერტილებში” მუშაობა რათა გაღიზიანებული დასაქმებულების ქმედებები არ გასცდეს კანონის ფარგლებს.

მიმდინარე თვის ბოლოს დაგეგმილია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის რიგგარეშე გამგეობის გაფართოებული სხდომა, სადაც განსახილველად ერთადერთი საკითხი გავა – დაიწყოს ახალი შრომითი დავა!

Advertisements

ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია (ITF) თვალყურს ადევნებს საქართველოს რკინიგზის შეთანხმებას

Posted on

ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია (ITF) მიესალმება შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნა 3 დეკემბერს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირსა და საქართველოს რკინიგზას შორის,  მაგრამ ასევე გააფრთხილა მხარეები, რომ ორგანიზაცია თვალყურს მიადევნებს სიტუაციას, რადგან სს ,,საქართველოს რკინიგზამ“  წინა ხელშეკრულებებიც უგულველყო.

18/12/2014

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი 26 ნოემბერს გაიფიცა, მას შემდეგ რაც რკინიგზამ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები ხელფასს, ახალ სახელფასო სისტემასა და ზეგანაკვეთურებთან დაკავშირებით, რაც მიღწეული იყო გასულ ნოემბერის გაფიცვის შემდგომ. პროფკავშირი შეხვდა აგრესიას ადმინისტრაციის და ხელისუფლების მხრიდან, როდესაც გონივრული სოციალური დიალოგის სურვილი გამოთქვა.  შესაბამისად პროფკავშირი გრძნობდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმის, რომ გაფიცვისთვის მიემართა. საერთო გაფიცვამ მთელი საქართველოს მასშტაბით  რკინიგზის მუშაკთა 70  პროვენტზე მეტი მოიცვა.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ განაცხადა: „ეს შეთანხმება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მან მოგვიპოვა მოთხოვნათა უმრავლესობა, თუმცა არა ყველა. ზეგანაკვეთურის საკითხი გადაიდო იმ დრომდე, სანამ კონსტიტუციული სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს ამ საკითხზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სარჩელთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ სპეციალური კომისია შეიქმნება ადმინისტრაციის და პროფკავშირების წარმომადგენლების მონაწილეობით თანასწორობის პრინციპით. ეს კომისია მონიტორინგს და პრევენციას გაუწევს ზეწოლასა და დაშინების მცდელობებს, რასაც ბოლო დღეებში განვიცდიდით. ის ასევე მეთვალყურეობას გაუწევს კოლექტიული ხელშეკრულების შესრულების პროცესს“.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისადმი 26 ნოემბერს გაგზავნილ სოლიდარობის წერილში ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია (ITF) გამოხატავს თავისს სრულ მხარდაჭერას პროფკავშირის და  გონივრული სოციალური დიალოგის, ხელშეკრულებების პატივისცემისა და წევრებისათვის უკეთესი სამუშაო პირობების შესახებ მათი კანონიერი მოთხოვნების მიმართ. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სახმელეთო ტრანსპორტის განყოფილების გენერალურმა მდივანმა მაკ ურატამ დღეს განაცხადა, რომ ITF ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას, რათა დარწმუნდეს, რომ ამ ხელშეკრულებამ წერტილი დაუსვა ხელისუფლების აგრესიას და ის ადმინისიტრაციის მიერ შესრულებულ იქნა.

ITF watchful over Georgia rail agreement

The ITF welcomed an agreement reached on 3 December between the Georgian Railway Workers’ New Trade Union (GRWNTU) and JSC Georgian Railway but warned it would be keeping an eye on the situation because the company had disregarded previous agreements.

18/12/2014

The GRWNTU went on strike on 26 November after the company had failed to fulfil its obligations in relation to pay, a new salary system and overtime, as set out in an agreement reached the previous November, following a strike. The union faced aggression from the management and the Georgian authorities as it sought meaningful social dialogue and felt it had no choice but to take further industrial action. The national strike involved more than 70 per cent of railway employees across Georgia. 

GRWNTU president Vitali Giorgadze said: “The agreement is a significant achievement for us. It won most of its demands but not all of them. The issue of overtime has been put on hold until the constitutional court rules on the appeal by the Georgian Trade Unions Confederation.

“An important outcome is that a special commission will be formed by management and union representatives, based on parity, which will monitor and prevent the kind of pressure and intimidation we have experienced over the last days. It will also oversee the enforcement of the collective bargaining agreement.”

In a letter of solidarity to the GRWNTU on 28 November, the ITF had expressed full support for the union and its lawful demands for meaningful social dialogue, respect of agreements and better working conditions for its members. ITF inland transport secretary Mac Urata today commented that the ITF would be closely watching developments to ensure that the agreement put an end to the authorities’ aggression and was fulfilled by the management.

რკინიგზის ძველ პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის გაფორმებული შეთანხმება – ანუ მკვდარის გაპატიოსნება

Posted on Updated on

ბლოგი მომზადებულია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტის ილია ლეჟავას მიერ!

მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზაზე, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ორგანიზებით განხორციელდა გაფიცვა და შედგა შეთანხმება რკინიგზის ადმინისტრაციასა და ახალ პროფკავშირს შორის, რკინიგზელების უმრავლესობამ ძველი პროფკავშირის რიგები დატოვა და ახალ, ნამდვილ, მშრომელებისთვის შექმნილ პროფკავშირს შეუერთდა!

ბუნებრივია, გაფიცვის პერიოდში, ადმინისტრაციის მიერ მართულმა ძველმა პროფკავშირმა სახე დაკარგა, გაფიცულ რკინიგზელებს გაურკვეველი ძალის მართული უწოდა და დირექტორების გვერდიგვერდ, კანონიერი გაფიცვის დისკრედიტაციას ეწეოდა! აღნიშნული ქმედება ნამდვილი რკინიგზელებისთვის შეურაწმყოფელი აღმოჩნდა და ,,ყვითელ, ძველ პროფკავშირს“ საბოლოოდ მიუჩინეს თავის ადგილი!

ახალ პროფკავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, ,,ძველმა პროფკავშირმა“ საგანგებოდ, ღია წერილით მიმართა მისსავე მფარველ, რკინიგზის ადმინისტრაციას და ანალოგიური შეთანხმების გაფორმება, საჯაროდ მოსთხოვა!

გაფიცვის პერიოდში ახალ პროფკავშირს და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, ეგრედწოდებული მესამე პირი – საქართველოს მთავრობის მაღალი დონის 10409301_1508323776114303_3324891936089244603_nწარმომადგენლებიც ესწრებოდნენ (რკინიგზა სახელმწიფო ორგანიზაციაა)! შესაბამისად აღნიშნულ მოლაპარაკებებზე მიღწეულ შედეგებს და ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დაპირებებს, ახალი პროფკავშირის გარდა, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებაც ისმენდა! მიმდინარე მოვლენების შეფასების პროცესში, აშკარად გამოიკვეთა გარემოება, რომ რკინიგზაში შექმნილ კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ გარკვეული ძალების მიერ გაძლიერებული და სასათბურე პირობებში აღმოცენებული ძველი პროფკავშირია!  გამომდინარე აქედან, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან გაცემულ იქნა დაპირება, არ გაიმეორებდა 2013 წელს დაშვებულ შეცდომას და ძველ პროფკავშირთან  გაფიცვის შემდგომი შეთანხმების გაფორმებისგან თავს შეიკავებდა!

ნაკისრი ვალდებულება, რკინიგზის ადმინისტრაციამ, ნაწილობრივ შეასრულა და მიუხედავად ძველი პროფკავშირის საჯაროდ გაჟღერებული მოთხოვნისა, მათთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმება არ მომხდარა!

თუმცა, ყველასთვის უკვე ცნობილმა ძალებმა მაინც მოახერხეს მკვდარის (,,ძველი პროფკავშირის“) გაპატიოსნება და რკინიგზის ახალგაზრდა მმართველი – მამუკა ბახტაძე, დაარწმუნეს ზურაბ ნასარაიასთან (ძველი პროფკავშირის  ,,მმართველი“) ერთად ხელი მოეწერა 15 პუნქტიან შეთანხმების დოკუმენტზე რომელიც სინამდვილეში იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მასში ახალი და განსაკუთრებული არაფერი წერია!

რეალურად, ძველ პროფკავშირთან გაფორმებული დოკუმენტი, უკვე არსებული კოლექტიური ხელშეკრულების ახლიდან გადაწერაა და მხოლოდდამხოლოდ რკინიგზელების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა!

სსსაქართველოს რკინიგზასადასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირსშორის

. თბილისი ”09” ”დეკემბერი” 2014.

წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეები ვთანხმდებით შემდეგზე:

  1. საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთან ერთად მოხდეს რკინიგზელებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სამედიცინო დაზღვევის პირობების გადახედვა და გაუმჯობესებული პაკეტის მომზადება.

( აღნიშნული ვალდებულება უკვე ისედაც აღებული აქვს რკინიგზის ადმინისტრაციას 2013 წლის დეკემბერში კომპანიაში მოქმედ ორივე პროფკავშირთან და მისი შესრულება ნებით თუ სასამართლოს ძალით, დირექტორატს ისედაც მოუწევს!

3.4.1. ყოველწლიურად უზრუნლველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა. სადაზღვევო კომპანიის შემოთავაზებული პირობები განიხილოს პროფესიული კავშირის მონაწილეობით.  (კოლექტიური ხელშეკრულება)

  1. რკინიგზის შინაგანაწესის ახალ პროექტთან დაკავშირებით კომისია დაკომპლექტდება სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირისწარმომადგენლებით.

(გარდა იმისა, რომ ახალ შინაგანაწესზე მუშაობა რკინიგზის ადმინისტრაციასა და პროფკავშირებს შორის უკვე დაწყებულია და ,,ახალ პროფკავშირმა“ ჯერ კიდევ ორი თვის წინ წარუდგინა მენეჯმენტს ,,შინაგანაწესში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი, ეს ის დოკუმენტია, რომლის ცალმხრივად, ან თუნდაც მხოლოდ  რომელიმე პროფკავშირთან შეთანხმებით დანერგვა პირდაპირ კანონდარღვევაა და სავარაუდო საფუძველი, მოჰყვეს მას ახალი შრომითი დავა კომპანიაში! შესაბამისად ახალი შინაგანაწესის შემუშავება მოითხოვს ყოველმხრივ კონსესუსს და აღნიშნულზე მუშაობა მხოლოდ ერთ ან მეორე პროფკავშირთან ფიზიკურად შეუძლებელს ხდის კანონი! შესაბამისი ჩანაწერი, კოლექტიურ ხელშეკრულებაშიც მკაფიოა:

ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას:

  • ახალი შრომის შინაგანაწესის შემუშავების/ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროცესში, კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში განიხილოს შესაბამისი პროფესიული კავშირის რეკომენდაციები.)
  1. 2015 წლის ბიუჯეტში აისახოს რკინიგზაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, პროფესიულტექნიკური განათლების მიღებისა და ბაკალავრიატის ზედა საფეხურების დაფინანსებისათვის დამატებითი თანხები.

(კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, პროფესიულ-ტექნიკური განათლების მიღებისა და ბაკალავრიატის ზედა საფეხურების დაფინანსებისათვის დამატებითი თანხები ბიუჯეტში  გარდა იმისა რომ გენერალური დირექტორის ძალისხმევით უკვე ასახულია 2015 წლის ბიუჯეტში, აღნიშნული ხარჯების გაწევას რკინიგზაში დასანერგი ახალი სახელფასო სისტემაც ითვალისწინებს! შესაბამისად აღნიშნული პუნქტი კიდევ უფრო ნათლად ადასტურებს მცდელობას – მკვდარი გააპატიოსნონ და ნასარაიას მიღწევად ჩაითვალოს უკვე განხორციელებული ქმედება! )

  1. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შევიდეს ცვლილებები და დაემატოს მუხლი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე თანხის გამოყოფის შესახებ (დეპოებში საშხაპეებისა და სველი წერტილების რემონტზე, მემანქანეების მოსასვენებელი სახლების რემონტზე და გათბობაგაგრილების სისტემების დამონტაჟებაზე)

(მე-4 მუხლი თამამად შეიძლება ითქვას რომ შედევრია! დეპოებში საშხაპეებისა და სველი წერტილების რემონტზე, მემანქანეების მოსასვენებელი სახლების რემონტზე და გათბობა-გაგრილების სისტემების დამონტაჟებაზე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ არაერთგზის მოთხოვნისა და ძალისხმევის შედეგად უკვე დაწყებულია ადმინისტრაციის მხრიდან მუშაობა და შესაბამისი ტენდერებიც გამოცხადებულია! გარკვეული სამუშაოები, გარკვეულ დეპოებში დღესაც მიმდინარეობს და აღნიშნულს ახალი პროფკავშირი მიესალმება!)

  1. შრომის მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე დასაქმებულ მუშაკთა ნუსხაში დამატებითი კატეგორიების ჩართვისა და სამუშაო პირობების შესწავლის მიზნით შეიქმნას სპეციალური კომისია სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა და რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელთა შემადგენლობით. 2015 წლის ბიუჯეტში გამოიყოს თანხები შესაბამისი სერთიფიცირებული ლაბორატორიის დაქირავებისათვის.

(დავიწყოთ იქედან, რომ  მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განმსაზღვრელი შესაბამისი სერთიფიცირებული ლაბორატორია საქართველოში მხოლოდ ერთი არსებობს და ისიც მხოლოდ ერთი დირექტორისა და რამოდენიმე სპეციალისტისგან შედგება! წლებია აღნიშნული ლაბორატორია გაპარტახებულია და მისი თანამედროვე სტანდარტებით ამუშავებისთვის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დღემდე უშედეგოდ ეძებს ინვესტორს! სწორედ აღნიშნული ლაბორატორიის უფუნქციოდ არსებობის მიზეზია მძიმე, მავნე და საშიშ პირობების პოზიციათა ჩამონათვალს დღემდე რომ ვერ ანახლებს სახელმწიფო! ასოცირების ხელსეკრულებით, მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება აღნიშნული ლაბორატორია განაახლოს თუმცა ამ ვალდებულების შესრულებისთვის ჩვენს სახელმწიფოს 4 წელი აქვს მიცემული! შესაბამისად ძველ პროფკავშირთან გაფორმებული მე-5 მუხლი მინიმუმ თვალებში განზრახ ნაცრის შეყრაა და მაქსიმუმ მენეჯმენტის მხრიდან საკითხის არ ცოდნასთან გვაქვს საქმე!

რკინიგზაში ამ მხრივ არსებულ პრობლემის თავი და თავი ,,ახალ პროფკავშირმა“ კარგად იცის! მიზეზი ერთია, შრომის კოდექსით მინიჭებული 10 დღიანი შვებულება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულ რკინიგზელების ნაწილს ისევდაისევ უკანონოდ არ ეძლევათ! საჭიროა უბრალოდ ავიღოთ არსებული ჩამონათვალი (რკინიგზაში  42 დასახელების) და მასში შესულ პოზიციებზე დასაქმებულ რკინიგზელებს კანონის შესაბამისად მივანიჭოთ შრომის კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი! ბიუჯეტში გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები ტყუილია! მარტო იმიტომ რომ ამ თანხებით ვერანაირ ლაბორატორიას ვერ დაიქირავებს რკინიგზა, მისი ქვეყანაში არ არსებობისდა გამო! )

  1. რკინიგზელთა საგარეუბნო მატარებლებით სამსახურებრივი დანიშნულებით უფასო მგზავრობის დანერგვასთან დაკავშირებით შეიწმნას ერთობლივი კომისია სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირისწარმომადგენლების მონაწილეობით.

(ამ შემთხვევაში რა შეიძლება ითქვას?! არც არაფერი ახალი – უბრალოდ მოვიყვანთ ნიმუშად ახალ პროფკავშირთან გაფორმებულ კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამის ჩანაწერს:

  • დასაქმებულთა ცალკეული კატეგორიები, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება დამსაქმებლის დირექტორთა საბჭოს მიერ, უზრუნველყოს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის აუცილებელი სამგზავრო ბილეთებით; (ადმინისტრაციის მიერ არებული ვალდებულება )

 

  1. 2015 წლის ბოლომდე კომპანიის ყველა დასაქმებულს მიეცეს რკინიგზელის დამადასტურებელი მოწმობა.

 

(ევრიკა!

აი ეს ახალია! – მადლობა ბატონო ზურაბ რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე შეტანხმებას მიაღწიეთ! )

  1. სოციალური ბინათმშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით კომისია შეიქმნება და დაკომპლექტდება სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირისწარმომადგენლებით.
  2. საბინაო ფონდის შექმნის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების ოპერატიულად განხილვა გადაწყვეტისა და შემდგომში სიის რიგითობის განსაზღვრისათვის შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირისწარმომადგენლებით.

 

(საინტერესო ჩანაწერია უდაოდ!  თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას – კარგია რომ ადმინისტრაციამ როგორც იქნა დაიწყო იმ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ფიქრი, რასაც რკინიგზელების სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წლების წინ აღებული asdfasdfdasfsadfafrვალდებულება ჰქვია! საბინაო პროექტი რკინიგზაში დროებით შეაჩერა ოლეგ ბიჭიაშვილმა, თუმცა აღნიშნული პროექტი რკინიგზის ოფიციალურ საიტიდან მაინც არ გამქრალა! მისი კვლავ ამოქმედება რათქმაუნდა რკინიგზის ადმინისტრაციის ნება-სურვილზეა დამოკიდებული თუმცა ჩვენი, ახალი პროფკავშირის ჩართულობის ვალდებულება, საქართველოს რკინიგზას ამ შემთხვევაშიც უკვე აღებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულებით:

  • უზრუნველყოს პროფესიული კავშირის ჩართულობა დასაქმებულთათვის შესამუშავებელი სოციალური პროექტების განხილვის პროცესში.

 

საბინაო პროექტი, ეს ის საკითხია, სადაც პროფკავშირული კუთვნილებით მასში ჩართულ რკინიგზელების გამორჩევის გამო, ადმინისტრაცია დანის პირზე გაივლის და საბოლოოდ აღნიშნული შედეგი მიუღწევადი გახდება!  ახალი პროფკავშირი ამ კუთხით გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მკაცრად გააკონტროლებს და დროულად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს! )

  1. ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებულია კლასით და თანრიგებით ხელფასის განსხვავება, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან სახელფასო სისტემის ძალაში შესვლამდე მემანქანეების ყოველთვიურ სარგოზე დაწესდება მე-3-, მე-2- და 1 კლასის დანამატი შესაბამისად 5%, 10% და 15%-ის ოდენობით და დანამატი მემანქანის თანაშემწეებისათვის მართვის მოწმობაზე 5%-ის ოდენობით. ამასთან, სახელფასო სისტემით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოში შესაბამისად გათვალისწინებული იქნება აღნიშნული დანამატი.

(აღნიშნულ ჩანაწერზე კომენტარი ზედმეტია! რეალურად, ამ კუთხით მიღწეული შედეგი შეგიძლიათ იხილოთ ახალ პროფკავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის გაფიცვის პერიოდში გაფორმებულ შეთანხმებაში

ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებულია კლასით და თანრიგებით ხელფასის განსხვავება, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან სახელფასო სისტემის ძალაში შესვლამდე, მემანქანეების ყოველთვიურ სარგოზე დაწესდება მესამე, მეორე და პირველი კლასის დანამატის შესაბამისად 5%-10%-15%-ის ოდენობით და დანამატი მემანქანის თანაშემწეებისთვის მართვის მოწმობაზე 5%-ის ოდენობით. ამასთან, სახელფასო სისტემით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოში, შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება აღნიშნული დანამატი;)

11. ნამსახურების (სტაჟი) და თანრიგის კოეფიციენტი განისაზღვრება კონკრეტული პროფესიებისთვის დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთანწინასწარი კონსულტაციების შემდეგ აისახება სახელფასო სისტემაში. ამავდროულად, სტაჟი წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს და სხვა თანაბარ პირობებში სტაჟს მიენიჭება უპირატესობა.

(ძველი პროფკავშირის მხრიდან ახალი პროფკავშირის მიერ მიღწეული შედეგის მახინჯი მცდელობაა შეთანხმების მე-11 მუხლიც!

ნამსახურების (სტაჟი) და თანრიგის კოეფიციენტი განისაზღვრება კონკრეტული პროფესიებისათვის და საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ აისახება სახელფასო სისტემაში. ამავდროულად, “სტაჟი” წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს და სხვა თანაბარ პირობებში “სტაჟს” მიენიჭება უპირატესობა; (შეთანხმება ახალ პროფკავშირთან) )

12. 2015 წელის არაუგვიანეს მეორე კვარტლისა ძალაში შედის ახალი საპრემიოსამოტივაციო სისტემასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთანკონსულტაციების შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მისცემს თანამშრომელს შესაძლებლობას კვარტალში ერთხელ მიიღოს პრემია, სამი თვის დარიცხული ხელფასის 30% მდე უმაღლესი შეფასების შემთხვევში.

(იგივე შეიძლება ითქვას მე-12 მუხლზეც!

2015 წლის არაუგვიანეს მეორე კვარტლისა, ძალაში შედის ახალი საპრემიო-სამოტივაციო სისტემა საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კონსულტაციების შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისცემს თანამშრომელს შესაძლებლობას, კვარტალში ერთხელ მიიღოს პრემია. 3 თვის დარიცხული ხელფასის 30%. 1 წლის პერიოდით, ეს გულისხმობს დაახლოებით დამატებით 4 თვის ხელფასს; (შეთანხმება ახალ პროფკავშირთან) )

13. ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებულ საპრეტენზიო კომისიები დაკომპლექტდება სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირისწარმომადგენლებით.

(და მე-13 მუხლზეც!

ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებული საპრეტენზიო კომისიები დაკომპლექტდება სს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისა და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებით; (შეთანხმება ახალ პროფკავშირთან) )

14. ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის დასრულების შემდეგ თითოეულ რკინიგზელს აუნაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა 2014 წლის 1 იანვრიდან გაზრდილი ტარიფით.

(სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! საკონსტიტუციო სასამართლოში, სამუშაო კვირის ნორმაზე როგორც ცნობილია სარჩელი, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მემანქანის თანაშემწმემ, დღეს უკვე საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ილია ლეჟავამ სეიტანა! 2014 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს სედეგის გათვალისწინებით ზეგანაკვეთური ნამუშევრის ანაზღაურების გადახდა კი რკინიგზის ადმინისტრაციამ 2013 წლის 14 ნოემბრის გაფიცვის შემდეგ აიღო ვალდებულებად! აღნიშნული გაფიცვის ორგანიზატორიც რათმქაუნდა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი იყო!)

  1. სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციისა და რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელთა შემადგენლობით შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს კოლექტიური შეთანხმების შესრულებაზე და განიხილავს ყველა სახის შრომით დავას. აღნიშნული კომისიის დებულებას და რეგლამენტს მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივად.

(და ბოლოს, მთავარს ყველასთვის ნათელმა ძალამ ვერ მიაღწია! ძველი პროფკავშირის მიერ ადმინისტრაციასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით მე-15 მუხლის ფორმულირება შეგიძლიათ შეადაროთ ახალი პროფკავშირის მიერ მიღწეულ ანალოგიურ შედეგს:

  1. შეიქმნება სპეციალური კომისია სს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელთა შემადგენლობით პარიტეტულ საწყისებზე. აღნიშნული კომისიის მიზანია გაფიცვამდე, გაფიცვის მინდინარებოსა და გაფიცვის შემდგომ, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლთა მიერ გაფიცულთა მიმართ ზეწოლის განხორციელების, დევნის და შევიწროების ფაქტების (დათხოვნა, დაქვეითება, ფინანსური სანქციების გატარება და სხვა სახით დისციპლინყური სასჯელის ფორმა) შესწავლა და კომპანიის დირექტორთა საბჭოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, აღნიშნული ორგანო მიიღებს ადეკვატურ საკადრო და დისციპლინურ გადაწყვეტილებებს. აღნიშნული კომისია ასევე განახორციელებს მონიტორინგს კოლექტიური შეთანხმების შესრულებაზე და განიხილავს ყველა სახის შრომით დავას. აღნიშნული კომისიის დებულებას (კომპეტენციას, მუშაობის რეგლამენტს და ა.შ.) მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივად, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში და კომისია მოქმედებას დაიწყებს ამ შეთაბხმების ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში. ამ კომისიის გადაწყვეტილებები მხარებისთვის შესასრულებლად სავალდებულოა”, – წერია დოკუმენტში. )

პ.ს. გამომდინარე ზემოთთქმულიდან – საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, რკინიგზის გენერალურ დირექტორს და ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ მისცემთ საშუალებას რკინიგზაში მოღვაწე უკვე ყველასთვის ცნობილ დესტრუქციულ ძალებს გააღვივოს მორიგი შრომითი დავა და გაფიცვა რკინიგზაზე რისი მარცვალიც ყვითელ, ძველ, ნასარაიას პროფკავშირთან გაფორმებული ეს ერთიშეხედვით არაფრისმომცემი დოკუმენტია! ახალმა პროფკავშირმა ყველა დონეზე დაამტკიცა რომ სუფთა, სამართლიანი და დამოუკიდებელი ორგანიზაციაა! მას მართავს რიგითი რკინიგზელები, რკინიგზელებისვე შრომითი და სოციალური უფლებების დასაცავად!

ჩვენ, რკინიგზელები 13 000_ნი ვართ!

კოკა კი წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს!!!

10274045_821504774544835_1475849938009584485_n

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები ადმინისტრაციას კომპანიაში არსებული ,,ქცევის კოდექსის” ბათილად ცნობას მოითხოვს

Posted on Updated on

2014 წლის 8 ოქტომბერს, დირექტორთა საბჭომ N21/53 დადგენილებით დაამტკიცა ,,საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთა ქცევის კოდექსი.

დოკუმენტის თანახმა, კოდექსი წარმოადგენს კომპანიის და თანამშრომლის შრომითი ურთიერთობის განუყოფელ ნაწილს და მისი დარღვევა მიიჩნევა შრომის ხელშეკრულების დარღვევად.

შრომის კოდესქსისა და კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ძალის დოკუმენტის მიღების უფლება რკინიგზის ადმინისტრაციას ერთპიროვნულად არ გააჩნია!

,,საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთა ქცევის კოდექსი არ არის შეთანხმებული რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან, შესაბამისად პროფკავშირმა მოუწოდა მის წევრებს არ მოაწერონ აღნიშნულ დოკუმენტს ხელი და დაელოდონ ,,ახალი პროფკავშირის” რეკომენდაციებს.

საქართველოს რკინიგზელტა ახალმა პროფესიულმა კავშირმა მალევე მოახდინა დოკუმენტის შესწავლა და 2014 წლის 6 ნოემბერს, გენერალურ დირექტორს წერილობით მიმართა.

უცვლელად გთავაზობთ ქცევის კოდექსთან დაკავშირებით გაგზანილ რეკომენდაციებს:

სს ,,საქართველოს რკინიგზა“–ს გენერალურ დირექტორს

ბატონ მამუკა ბახტაძეს

ბატონო მამუკა

,,საქართველოს რკინგზის ახალი პროფესიული“ კავშირი გაეცნო 2014 წლის 1 ოქტომბრის #21/53 დადგენილებით დამტკიცებული სს “საქართველოს რკინგზის” თანამშრომელთა ქცევის კოდექსს და საჭიროდ მიაჩნია რეკომენდაციებისა და შენიშვნების მომზადება, რათა აღნიშნული ქცევის კოდექსი არ გახდეს საფუძველი რკინიგზაზე დასაქმებულთა უკანონო გათავისუფლებისა და ზოგადად,  მათზე კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებების უგულებელყოფა.

დავიწყოთ იქედან, რომ ახალ პროფესიულ კავშირთან გაფორმებულ კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს რკინიგზას გააჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, უზრუნველეყოს  პროფესილი კავშირის ჩართულობა მსგავსი ტიპის დოკუმენტის მომზადებაში, როგორც ეს კოლექტიური ხელშეკრულების მესამე თავის 3.1.3. პუნქტშია გაწერილი.  თავისთავად ამ პროცესებში პროფკავშირის დროული ჩართულობა გამოიწვევდა გარკვეული შენიშვნების, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებას, რაც შესაბამისი პროცედურების გავლით წარდგენილი იქნებოდა საქართველოს რკინიგზაში და არ მოხდებოდა კოლექტიური ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტის დარღვევა საქართველოს რკინიგზის მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ ქცევის კოდექსი არ უნდა ატარებდეს შინაარსობრივად სადამსჯელო ხასიათს. ქცევის კოდექსით უნდა რეგულირდებოდეს ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, ის რომ წარმოდგენილი კოდექსით უნდა დარეგულირდეს ურთიერთობა კოლეგებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან და ა.შ. ეს  ძალიან კარგია, რადგან ქცევის კოდექსის არსებობის ძირითადი პრინციპი და მიზანიც ეს არის ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის, მაგრამ ისეთი საკითხების დარეგულირება საკუთარი შეხედულებისამებრ, რომელიც უკვე დარეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობით აბსოლუტურად მიზანშეუწონელია. მაგალითად ქცევის კოდექსში ლაპარაკია ქრთამზე და აქვე განმარტებულია, რომ ქრთამის აღება – მიცემა საქართველოს რკინიგზის მხრიდან მიჩნეული იქნება კანონდარღვევად –  სისხლის სამართლის კოდექსით ისედაც აკრძალულია მსგავსი ქმედებების ჩადენა. ასე, რომ ქრთამის აღების ან თუნდაც სხვა დანაშაულის ჩადენის უკანონოდ მიჩნევას არ ჭირდება საქართველოს რკინიგზის კეთილი ნება და არ არის საჭირო მსგავსი ჩანაწერის ქცევის კოდექსში არსებობა.  გაუგებარია, რატომ არის აქცენტი გაკეთებული მხოლოდ ქრთამზე, როდესაც ნებისმიერი დანაშაული მიიჩნევა კანონდარღვევად და სისხლის სამართლის კოდექსში მოცემულია დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციები.

წარმოდგენილი ქცევის კოდექსის 8.3. პუნქტიდან ირკვევა, რომ დაუდევარი მოპყრობის გამო კომპანიის შენობის, ავეჯის ან აღჭურვილობის დაზიანება და მათი უნებართოთ გატანა ორგანიზაციის საოპერაციო სივრციდან წარმოადგენს დისციპლინარული სასჯელის საფუძველს. ვფიქრობთ მსგავსი ჩანაწერის არსებობაც არ არის მიზანშეწონილი მოცემულ ქცევის კოდექსში, რადგან არსებობს  საქართველოს რკინიგზის შრომის შინაგანაწესი, რომელშიც განმარტებულია დისციპლინარული სასჯელის სახეები და მათი გამოყენების წესები.

შინაგანაწესით ირკვევა, რომ დისციპლინარული სასჯელის გამოყენების საფუძველია დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნი შესრულება ნიშნავს იმ მრავალი ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, რომელიც მხარეს აკისრია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით, კოლექტიური ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით. ამრიგად მოცემული ქცევის კოდექსი არსად არ მოიაზრება და შესაბამისად მისი მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვერ გახდება დისციპლინარული სასჯელის დაკისრების საფუძველი.  გაუგებარია, რატომ კეთდება აქცენტი კონკრეტულად იმ ქმედებაზე, რომელიც ქცევის კოდექსის 8.3 პუნქტშია გადმოცემული. თუ მსგავსი ქმედება განხორციელდა და კომპანიას მიადგა ზიანი ასეთ შემთხვევაში შრომის შინაგანაწესში მოცემულია მატერიალური პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის. მსგავსი ელემენტების არსებობის შემთხვევაში გაუგებარი რჩება, რა ფორმის უთიერთობებს უნდა არეგულირებდეს მოცემული ქცევის კოდექსი.

ამავე ქცევის კოდექსში ლაპარაკია პრიორიტეტებზე, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ჩანაწერი შეიძლება არსებობდეს ქცევის კოდექსში, თუმცა არამართებულად მიგვაჩნია პრიორიტეტში კომპანია მოიაზრებდეს მხოლოდ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას. პრიორიტეტებზე და ზოგადად ქცევის კოდექსის მიზნებსა და პრინციპებზე თავშივე უნდა იყოს განმარტება და როდესაც აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდება საბოლოოდ, აქვე უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომ კონფიდენციალური უნდა იყოს ასევე ინფორმაცია დასაქმებულის პროფკავშირული კუთვნილების შესახებ.

ქცევის კოდექსის 2.5 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: თანამშრომელი არ განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც შესაძლოა ზიანისმომტანი იყოს კომპანიისათის, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა.

ყურადღება მისაქცევია ასევე წარმოდგენილი ქცევის კოდექსის 12.2 პუნქტში არსებული ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ თანამშრომლის ხელთ მოხვდება ინფორმაცია ნებისმიერი სახის თაღლითობის, ქურდობის ან კორუფციის ფაქტების, ან მსგავსი განზრახვების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს ან მაკონტროლებელ ქვედანაყოფებს. 12.2 პუნქტში მოცემულ დანაშაულთა არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არსებობს სამართალდამცავ ორგანოებზე. ქცევის კოდექსით იმ ვალდებულების დაკისრება, რომელიც პირს არ გააჩნია მოქმედი კანონმდებლობით, ყოვლად გაუმართლებელია. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მსგავსი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს ქცევის კოდექსში, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულია, კონკრეტულად რა სახის დანაშაულთა შეუტყობინებლობა ითვლება კანონდარღვევად და აბსოლუტურად ზედმეტია ვინმეს თავს მოვახვიოთ ვალდებულება, რომელიც მას კანონით არ აკისრია. მოცემული ქცევის კოდექსი არ უნდა წარმოადგენდეს შრომითი ურთიერთობების განუყოფელ ნაწილს და შესაბამისად მისი დარღვევაც არ უნდა ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების დარღვევად, რადგან საქართველოს რკინიგზას ქონდა და აქვს ვალდებულება კოლექტიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონსულტაციები გამართოს პროფესიულ კავშირთან და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენის გათვალისწინების შემდგომ იმსჯელოს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

მთავარი და არსებითი, რაც წარმოდგენილი ქცევის კოდექსის დამტკიცებით დაირღვა, არის ის რომ მიმდინარე პროცესების მსვლელობაში ჩართული არ ყოფილა პროფესიული კავშირი, როგორც ეს კოლექტიური ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და კოდექსი, რომელიც შეიქმნა და არის მცდელობა იგი გახდეს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის ცალმხრივად საკუთარი ნების გამოვლინებას.

აქედან გამომდინარე საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოითხოვს საქართველოს რკინიგზამ ბათილად გამოაცხადოს 2014 წლის 8 ოქტომბრის # 21/53 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა ქცევის კოდექსი. კოლექტიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოლაპარაკებები გამართოს პროფესიულ კავშირთან და  შემუშავებულ იქნეს პროფესიულ კავშითან შეჯერებული ქცევის კოდექსის ახალი ვარიანტი.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის

თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე

რას ემსახურება რკინიგზაში ახალი პროფკავშირი?!

Posted on

რიგითი რკინიგზელების მიერ ,,რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” შეიქმნა იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას საშინელი შეუთავსებლობა ცალკეული დასაქმებულის – რკინიგზელის მწირ შესაძლებლობებსა და განუზომელ ძალაუფლებას შორის, რომელიც დღეს დამსაქმებლის – რკინიგზის ხელმძღვანელობის ხელშია თავმოყრილი. აღნიშნული შეუთავსებლობა აღმოიფხვრება მხოლოდ რკინიგზელების  თანადგომით და ურთიერთმხარდაჭერით – ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ძალა და გავლენა კომპანიის მუშაკთა ერთობის ხარისხზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია პროფკავშირის წევრთა რაოდენობა ახალი პროფკავშირის გარეთ დარჩენილ მუშაკებთან შედარებით, განსაკუთრებით საწარმოს ძირითად უბნებზე, მით უფრო ძლიერია პროფკავშირი.

რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში ყველა თანასწორია განურჩევლად რასის, რელიგიური მრწამსის, სქესის, პოლიტიკური შეხედულებისა და კვალიფიკაციისა.. ჩვენი მოსაზრებით პროფკავშირები არ უნდა წარმოადგენდეს დახურულ გაერთიანებას, მუშაკთა ელიტის ნაწილის ინსტრუმენტს, რომლებიც თავგამოდებით იცავენ თავიანთ პრივილეგიებს სხვა მუშაკებისაგან.

პროფკავშირები თავისი ბუნებით წარმოადგენს დემოკრატიულ ინსტიტუტს, რადგანაც მისთვის არარსებობს ხანგრძლივი და ეფექტიანი ფუნქციონირების სხვა ფორმა. სწორედ ამიტომპროფკავშირები არის სახალხო დემოკრატიის სკოლასაზოგადოების ქმედითი გარდამქმნელი ძალა

პროფკავშირი ვერ შეძლებს მასზე დამყარებული იმედების გამართლებას, თუ ის არ წარმოადგენს მშრომელთა ნებაყოფლობით გაერთიანებას საერთო ინტერესების დაცვის მიზნით, რათა უზრუნველყოს ხელფასის გაზრდა და შრომის პირობების გაუმჯობესება. თავის მხრივ, ნებაყოფლობითი ორგანიზაცია ვერ გახდება ძლიერი და ქმედითი მანამ, სანამ არ არის უზრუნველყოფილი მისი ყველა წევრის მაქსიმალურად შესაძლებელი მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობასა და ბრძოლაში, რომელსაც ის ეწევა. ხოლო წევრების მონაწილეობა ორგანიზაციის მუშაობაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია არის დემოკრატიული!

პრაქტიკის მიხედვით, პროფკავშირში, დემოკრატია ნიშნავს, რომ:

1. ყველა წევრი ინტერესები სამართლიანად და მთლიანადაა წარმოდგენილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საჭიროა უზრუნველყოფილ იქნას აზრთა პლურალიზმი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოხატავდეს წევრთა უმრავლესობის ჭეშმარიტ ნება– სურვილს

2. პროფკავშირის წევრები რეგულარულად იღებენ ინფორმაციას მათი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ყველა საკითხებზე, საფინანსოს ჩათვლით. ისინი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ სრულფასოვან მონაწილეობას გადაწყვეტილებების შემუშავებაში

3. პროფკავშირის ყველა წევრს ერთნაირი პრივილეგიები აქვს, ისევე როგორც უფლებები და მოვალეობები. ძირითად საკითხებზე ყველა გადაწყვეტილება მიიღება კოლექტიურად, და არა ერთპიროვნულად ან ვიწრო შემადგენლობით.

პროფკავშირში ჩაბმა პრობლემების ანალიზით იწყება, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური მოქმედებებით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, უფრო ხშირად, პროფკავშირში შესვლის მოტივირება – ეს სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშია, იმის მოლოდინი,რომ პროფკავშირი გავლენას მოახდენს სამუშაო ადგილის სტაბილურობაზე. მოტივირების სხვა ფაქტორებია – სურვილი იშრომო უსაფრთხო და ჯანსაღ პირობებში და მიიღო შრომის სამართლიანი ანაზღაურება. გამოკითხვის მონაწილეები ზოგჯერ, აგრეთვე ასახელებენ სურვილს, ჰქონდეთ ხელმისაწვდომი სპეციალური გამაჯანსაღებელი პროგრამები, პროფკავშირის წევრებისა და მათი ბავშვებისთვის ზაფხულის პერიოდში დასვენების შესაძლებლობა. მაგრამ ეს ფაქტორები ყოველთვის დგას ბოლო ადგილზე, და პროფკავშირი, რომელსაც არაფერი შეუძლია შესთავაზოს თავის წევრებს, გარდა საგზურების განაწილებისა და საახალწლო საჩუქრებისა, სწრაფად კარგავს მხარდაჭერას, და მაშასადამე,წევრთა რაოდენობასაც.

ზოგიერთ დასაქმებულს მიაჩნია, რომ ბრძოლის მიზნით გაერთიანება საჭიროა მხოლოდ მაშინ,როდესაც წარმოიშობა რაღაც პრობლემა, მაგალითად, მოსალოდნელი დათხოვნისაგან აუცილებელიდაცვის ან ხელფასის გაზრდის მიზნით. მუდმივი ორგანიზაციის ფორმირების საკითხს ისინიუარყოფითად ეკიდებიან, თუმცა, როცა საქმე ბრძოლამდე მიდის, მას აქტიურად უჭერენ მხარს

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი ადამიანების პოზიცია მცდარია. ორგანიზაციის არარსებობასთავისთავად,მუდმივად მივყავართ პრობლემების წარმოშობამდე. იმავე დროს, ძლიერიორგანიზაციის არსებობა დამქირავებელს აიძულებს თავი შეიკავოს მუშაკების მიმართ ასეთიპრობლემების შექმნის მცდელობისგან. გარდა ამისა, დაგვიანებულია იფიქრო პროფკავშირისშექმნაზე, როდესაც, უკვე წარმოიშვა პრობლემა. ეს შეიძლება შევადაროთ დაზღვევის აგენტისგამოჩენას იმ სახლში, სადაც ხანძარი მძვინვარებს.

მშრომელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პროფკავშირი დაკავებულია მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულებების პერიოდული გადახედვითა და პროფკავშირის წევრთა საჩივრების განხილვითდა ამის გაკეთება მათი მხრიდან მოხალისეებსაც შეუძლიათ. მაგრამ ცხადია, რომ პროფესიონალპროფკავშირულ მუშაკებს, რომლებმაც საჭირო სწავლება გაიარეს, თავისი უნარით ბევრად უფრომეტის მიღწევა ძალუძთ.
თუმცა პროფკავშირსაც, თავისი მხრიდან, ამოცანისადმი დამოკიდებულების მიხედვით, შეუძლიამისი განსხვავებულად გადაწყვეტა. ზოგიერთი პროფლიდერები მოლაპარაკებებისთვისპრაქტიკულად არ ემზადებიან. ცდილობენ, მხოლოდ ხელფასის ავტომატურად 1-3 პროცენტითგაზრდას, სხვები კი, ეკონომიკურ ანალიზს ატარებენ, რათა განსაზღვრონ მაქსიმალური მომატებისზღვარი, რომელსაც პროფკავშირმა შეიძლება მიაღწიოს, კომპანიის გადამხდელუნარიანობის გარკვევის შემთხვევაში.

პროფკავშირი მისი შემქმნელი მუშაკების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ მათ კონტროლს და აიცილოს საშიშროება, აღმოჩნდეს გარეშე ინტერესების გაბატონებული ზეგავლენის ქვეშ, იქნება ეს კომპანიის, საწარმოს, მთავრობის, ბიზნესის, დამსაქმებელთა, პოლიტიკური პარტიების, რელიგიური ორგანიზაციების თუ ცალკეულ პირთა ინტერესები.

პროფკავშირების დამოუკიდებლობა მოწმდება კითხვით: ამ ორგანიზაციაში ვინ იღებს გადაწყვეტილებას? თუ პასუხია – დირექტორი, მენეჯერი, მაფია, სამინისტრო ან ქვეყნის პრეზიდენტი, ნათელია, რომ ასეთი პროფკავშირი – „ყვითელია“. რეალურ პროფკავშირში მხოლოდ თვითონ მისი წევრები ერთობლივად განსაზღვრავენ პროფკავშირულ პოლიტიკას, ტაქტიკასა და სტრატეგიას.

მთავრობა თანაბარი ზომით, შეიძლება დადებითად ან უარყოფითად განეწყოს პროფკავშირების მიმართ. ზოგჯერ, ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმის სახელმწიფო ორგანოები, ეროვნული და საერთაშორისო კანონების დარღვევით ცდილობენ დაიმორჩილონ პროფკავშირები, და ამით სპობენ სოციალური დიალოგის შესაძლებლობას. თუ მშრომელები ვერ შეძლებენ თავიანთი ორგანიზაციის დამოუკიდებლობის დაცვას, მაშინ ცხოვრების დონის დაცემა, სიღარიბის ზრდა, სოციალური დაძაბულობა და რეპრესიები გარდაუვალი იქნება.

არის შემთხვევები, როდესაც ეგრედწოდებულ „პროფკავშირს“ თავისი მუშაკებისათვის აფუძნებს თვითონ დამქირავებელი. ასეთი პროფკავშირის სახელწოდებაც აგრეთვე „ყვითელია“ („ჯიბისაა“), ანუ კომპანიური, ვინაიდან, უფრო ხშირად ამგვარი ორგანიზაციები იქმნება და მოქმედებენ ერთი კომპანიის ან (ნაციონალური თუ ტრანსნაციონალური) საწარმოს ფარგლებში. ის მთლიანად იმყოფება ადმინისტრაციის გავლენის ქვეშ, ძირითადად დაკავებულია იმ „სიკეთეების“ განაწილებით, რომლებსაც კომპანია „მოწყალების“ სახით ისედაც გასცემს თავის მუშაკებზე. ასეთი პროფკავშირი მუშაკებისათვის სრულიად უსარგებლოა, რადგანაც, მისი ძირითადი მიზანია არა მუშაკთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა,არამედ პირიქით, მათი მხრიდან ნამდვილი პროფკავშირის შექმნის დაუშვებლობა.

ჩვენს ქვეყნებში ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია დამსაქმებელთა გაწევრიანება პროფკავშირში, რომლებიც ხშირად ცდილობენ შიგნიდან გაატარონ და მოახვიონ თავიანთი მიზნები პროფკავშირულ ორგანიზაციას. მათი წევრობა პროფკავშირში ართულებს სოციალურ დიალოგს, იწვევს სოციალური პარტნიორობის მხარეთა ერთმანეთში აღრევას. მრავალმა პროფკავშირმა თავიანთ წესდებებში დააფიქსირეს მოთხოვნა, დამსაქმებელთა და მათი წარმომადგენლების, პროფკავშირში გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ. სხვებმა – შეზღუდეს დამსაქმებელთა შესაძლებლობები, ჩამოართვეს რა უფლება იყვნენ არჩეულნი ხელმძღვანელ პროფკავშირულ ორგანოებში და მიიღონ მონაწილეობა პროფკავშირულ კრებებსა და კონფერენციებში დელეგატების სტატუსით. მეორეს მხრივ, დამსაქმებელთა უმრავლესობა, თვითონ ტოვებს პროფკავშირებს, თავიანთი ინტერესების დასაცავად ქმნის ამ მიზნებისათვის უფრო შესაფერის, საკუთარ,- დამსაქმებელთა დარგობრივ ასოციაციებს და მეწარმეთა გაერთიანებებს.

დამსაქმებლები და მათი წარმომადგენლები,- საწარმოს და კომპანიის ნებისმიერი მუშაკებია, რომელთა კომპეტენციაში შედის ხელფასისა და პრემიის დარიცხვის, დისციპლინარული და სხვა სასჯელების გამოტანის, და აგრეთვე,სხვა მუშაკთა შრომის პირობების შეცვლის საკითხები.

ასეთი მოქმედებები არის ანტიპროფკავშირული, ვინაიდან ისინი აქეზებენ მშრომელებს ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, იმის მაგივრად, რომ გააერთიანონ ძალისხმევა დამსაქმებელთან ბრძოლაში. რასაკვირველია, პროფკავშირის ინდივიდუალური წევრები სრულიად თავისუფალნი არიან რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში, მაგრამ, მათ არ უნდა მოახვიონ ორგანიზაციას თავიანთი პირადი თვალსაზრისი, არ უნდა აიძულონ პროფკავშირი, დაემორჩილოს არაპროფკავშირულ პრინციპებს.

მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული,როგორი იქნება თქვენი პროფკავშირი,როგორი იქნება მისიფუნქციები, და რამდენად ეფექტიანად შეძლებს მათ რეალიზებას!

ფარული და გამოუცხადებელი ვიდეოგადაღებები რკინიგზაში

Posted on Updated on

რეკომენდაციები მიზნად ისახავს სს ,,საქართველოს რკინიგზა“–ში დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების დამკვიდრებას, მონაცემთა სუბიექტთა (დასაქმებულთა) უფლებების დაცვას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მონაცემთა დამმუშავებლების (დამსაქმებლების) ცნობიერების ამაღლებასა და კანონის არაჯეროვანი ან/და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის პრევენციას.

დოკუმენტი მომზადებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის რეკომენდაციების, საქართველოს კანონმდებლობის, ევროპის საბჭოს  მინისტრთა კომიტეტის (89)2 რეკომენდაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.

სს’’საქართველოს რკინიგზას’’

საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა შეისწავლა  სს ‘’საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 7 აგვისტოს N 29/42 დადგენილებით დამტკიცებული სს‘’საქართველოს რკინიგზის’’ მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექციის დებულებიდან ამონარიდი და მიიჩნევს,  რომ მოცემული სახით არსებული დადგენილების დამტკიცება გამოიწვევს სს ’’საქართველოს რკინიგზის’’ მუშაკებზე ფსიქოლოგიური  წნეხის გაზრდას, რაც თავის მხრივ ვფიქრობთ, რომ რკინიგზელებში გაზრდის არასტაბილურობის შეგრძნებას და ხელს შეუშლის დასაქმებულებს ნაყოფიერად მუშაობაში. დებულების ამოქმედება აუცილელად გამოიწვევს მუშაკთა ფუნდამენტური  უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას. არსებობს დიდი საფრთხე, რომ ამგვარად  შეგროვებული მონაცემების არასწორმა ინტერპრეტაციამ და გამოყენებამ, ასევე არასათანადო პირების ხელში აღნიშნული მონაცემების მოხვედრამ, შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს და დაინტერესეული პირების მხრიდან (როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ) დასაქმებულთა მიმართ შანტაჟის მიზნითაც იქნას გამოყენებული.

სს ’’საქართველოს რკინიგზა’’ დებულებაში მიუთითებს,  რომ განხორციელდება  „გამოუცხადებელი და სხვა სახის შემოწმებები’’, რაც რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირისათვის   ბუნდოვანი და ორაზროვანია, რადგან გაუგებარია რეალურად რას გულისხმობს დამსაქმებელი. აღნიშნული დადგენილებიდან, ასევე თითქმის შეუძლებელია დავადგინოთ კონკრეტულად რა სახით მოხდება ინფორმაციის დამუშავება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ვიდეო, ფოტო და აუდიო თვალთვალი პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს კანონის მიერ განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემების დამუშავებასთან. საქართველოს კანონის ‘’პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ მე-2 მუხლის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი არის ისეთი მონაცემები, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ  ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან და ა.შ.  სამუშაო პირობები რომელსაც დამსაქმებელი დასაქმებულს სთავაზობს უნდა შეესაბამებოდეს „ღირსეული და უსაფრთხო’’ სამუშაო გარემოს ცნებას. დაუშვებელია პირის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების შეგროვება ან/და გახმაურება.

ხაზგასასმელია, რომ ‘’პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12-ე მუხლის მიხედვით, კერძო დაწესებულებებში  ვიდეოთვალთვალით დაშვებულია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგი. ამასთან, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი(საქართველოს კანონის ‘’პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ მე-11 მუხლი). მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლება მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად. ხოლო გენერალური ინსპექციის შესაბამისი დებულება ამის თაობაზე არაფერს ამბობს. უფრო მეტიც, დებულების მიხედვით დამსაქმებელს უფლება ეძლევა განახორციელოს ვიდეო და ფოტოთვალთვალი, ასევე აუდიო ჩაწერა ყოველგვარი შესაბამისი წინასწარი მითითების გარეშე. როგორც ჩანს, დამსაქმებელს  თვალთვალის მოულოდნელად განხორციელება მიაჩნია ეფექტურ საშუალებად, თუმცა ასეთი მიდგომა მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის. კანონი საერთოდ არ იცნობს ტერმინს „გამოუცხადებელი შემოწმება“. პირიქით, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ შრომით ურთიერთობებში ნებისმიერი სახით ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება უნდა განხორციელდეს მონაცემთა სუბიექტის (დასაქმებულის) წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე.

აქვე აღსანიშნავია ამავე კანონის ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც შეეხება თვალთვალის სისტემის გამოყენებას როგორც გამონაკლის ღონისძიებას:

(მუხლი 12, ჶ 3):

„სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია“.

იქვე, კანონი ხაზგასმით კრძალავს თვალთვალს გამოსაცვლელ და ჰიგიენისათვის განკუთვნილ სხვა ადგილებში:

(მუხლი 12, ჶ 4) „ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში“.

გენერალური ინსპექციის დებულება, რომელიც ითვალისწინებს გამოუცხადებელ ანუ მოულოდნელ თვალთვალს (ასევე „სხვა სახის შემოწმებას“, რაც კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას იწვევს) და მისი გაცნობის/თანხმობის დასტურად რკინიგზელებისათვის შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების დაძალება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დამსაქმებელს ერთგვარი მუდმივმოქმედი/პერმანენტული ინდულგენციის მიღება სურს, რათა გაამართლოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვება დასაქმებულის შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გენერალურ ინსპექციას სურს დასაქმებულთა მიერ ერთხელ გაკეთებული ხელმოწერით გადაფაროს კანონის ის მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს მონაცემთა შემგროვებელს (ამ შემთხვევაში დამსაქმებელს) კანონის მიხედვით თვალთვალის განხორციელებისას მონაცემთა სუბიექტის (ამ შემთხვევაში რკინიგზელის) თანხმობა მოიპოვოს თვალთვალის განხორციელების ყველა ეტაპზე ხელახლა. ეს მოთხოვნა ასახულია ‘’პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12-ე მუხლში, კერძოდ:

  • მე-2 პარაგრაფის მიხედვით კანონით დაშვებულ შემთხვევაში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას „მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი“. აშკარაა, რომ გენერალური ინსპექციის მიერ შემუშავებულ დებულებაში ჩადებული  „გამოუცხადებელი და სხვა სახის შემოწმებები’’ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება კანონის ამ მოთხოვნას.
  • მე-5 პარაგრაფის მიხედვით – „სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ“.

ცხადია, რომ კანონის მიზანია მონაცემთა სუბიექტი დაცული იყოს მის შესახებ არამართლზომიერი ინფორმაციის შეგროვებისაგან ფარული ვიდეო, ფოტო და აუდიო(განსაკუთრებით გამოუცხადებელი და სხვა სახის) თვალთვალისას. ჩვენი პროფკავშირის მოსაზრებით ასეთი არამართლზომიერი ქმედება შესაძლოა მომავალში სწორედ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის საქმიანობის კონტროლისთვის იქნას ადმინისტრაციის გარკვეული პირების მხრიდან გამოყენებული. არსებობს რისკი იმასთან დაკავშირებით რომ ყოველივე ეს გამოიწვევს  პროფკავშირის წევრების დაშინებას, შანტაჟს, გადაბირების მცდელობას და სხვა მსგავს უკანონო ქმედებებს. ასევე, ეჭვქვეშ დადგეს  საქართველოს კანონის ‘’საქართველოს პროფესიული კავშირების შესახებ’’ მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმა,  რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) შექმნის თავისუფლებას. ასევე, აღსანიშნავია საქართველოს შრომის კოდექსის მე-403 მუხლის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია დამსაქმებლის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის მიზანია პროფკავშირის საქმიანობისათვის ხელის შეშლა ნებისმიერი სახით მასზე კონტროლის განსახორციელებლად. თუ  რკინიგზელებს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოუწევთ მუშაობა და მათ მიმართ განხორციელებული თვალთვალისას გენერალური ინსპექცია მოიპოვებს სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციას, რა თქმა უნდა მათ გაუმძაფრდებათ შიში და მოლოდინი იმისა, რომ თუ გაწევრიანდებიან  დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირში ან იქნებიან აქტიურნი მათივე შრომითი უფლებების დასაცავად, ისინი შეიძლება  გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადმინისტრაციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან, იგულისხმება მათი სამსახურებრივი კარიერული წინსვლის შეფერხება (რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და არცთუ დიდი ხნის წინ კვლავ გამეორდა ასეთი ფაქტი), პრემიის ან სხვა სახის ბონუსის არგაცემა ან დაკლება, რეორგანიზაციის შემთხვევაში სამუშაოს არშენარჩუნება, მცირე სახის დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში დასჯის უფრო მკაცრი ფორმების გამოყენება, ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე უარის თქმა და ა.შ.

შესაძლოა მავანმა პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვისაც კი გამოიყენოს უკანონო თვალთვალით მოპოვებული ინფორმაცია და მონაცემები, რამაც შესაძლოა სერიოზული დაძაბულობა გამოიწვიოს არამხოლოდ კომპანიაში, არამედ ფართე საზოგადოებაშიც, შეაფერხოს მუშაობის ნორმალური რიტმი და შეამციროს შრომისნაყოფიერება. რასაკვირველია, რკინიგზელი და ნებისმიერი დასაქმებული, მიუხედავად სამსახურის პერიოდში დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნისა, უპირველეს ყოვლისა არის მოქალაქე და მას გააჩნია როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო აქტიურობის უფლება. მოულოდნელი ხასიათის ვიდეო, აუდიო და ფოტო თვალთვალით მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც სამსახურებრივთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს პირადი ხასიათის მონაცემებსაც (საუბარი კოლეგასთან ოჯახის, ავადმყოფობის, პოლიტიკური პრეფერენციების, პროფკავშირულ და სხვა საკითხებზე) ადვილად შეიძლება უკანონოდ გამოყენებულ იქნას პირის (ამ შემთხვევაში, რკინიგზის თანამშრომლის) წინააღმდეგ შანტაჟის და სხვა სახის ზიანის მიყენების მიზნით. სწორედ ამიტომ, საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც კი, ფარული/მოულოდნელი თვალთვალის განხორციელება შეზღუდულია კანონმდებლობით და საჭიროებს სასამართლოს ნებართვას.

ზემოაღნიშნულთან ერთად მოცემული დებულებით  ირღვევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ‘’ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ’’ 87-ე და  ‘’კოლექტიურ მოლაპარაკების ორგანიზების გამართვაზე უფლებათა პრინციპეპის გამოყენების შესახებ’’ 98-ე კონვენციები. აღნიშნული კონვენციები მიუთითებს,  რომ „მშრომელებს უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე საკუთარი არჩევანით შექმნან ორგანიზაცია, გაწევრიანდნენ იმ პროფკავშირში რომელშიც სურთ, ასევე თავისუფლად აირჩიონ თავისი წარმომადგენლები და დასახონ მოქმედების პროგრამა. დასაქმებულები სარგებლობენ სათანადო დაცვით ნებისმიერი იმ დისკრიმინაციული ქმედების  საწინააღმდეგოდ, რომლებიც მიმართულია შრომის სფეროში გაერთიანების თავისუფლების შელახვისაკენ“. გენერალური ინსპექციის მიერ შემუშავებული დებულებიდან გამომდინარე არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ განხორციელდება რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირების წევრთა  დისკრიმინაცია და დევნა იმ საფუძვლით, რომ ისინი პროფკავშირის წევრები არიან, სახავენ სამოქმედო გეგმებს, შეიმუშავებენ მოქმედების სტრატეგიას, ან მონაწილეობას იღებენ პროფკავშირულ საქმიანობაში არასამუშო დროს ან სამუშაო დროშიც მეწარმესთან შეთანხმებით.

ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის  23-ე მუხლი ადგენს,  რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება. ფაქტი, რომ შეიძლება დასაქმებული მუშაობდეს ‘’გამოუცხადებელი და სხვა სახის შემოწმებების’’ პირობებში, არ ჰქონდეს ინფორმაცია ვიდეო, აუდიო და ფოტო  კონტროლის განხორციელების ადგილების შესახებ, შელახავს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ისეთ ფუნდამენტურ უფლებას,  როგორიცაა  ‘’შრომის თავისუფლება“. შრომის თავისუფლების პრინციპში არ მოიაზრება  მხოლოდ სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლება, იგი ასევე გულისხმობს ღირსეულ სამუშაო პირობებში მუშაობას, რაც გამორიცხულია ისეთი ვიდეო, ფოტო და აუდიო  კონტროლის პირობებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუშაკთა ნებართვის გარეშე მათ შესახებ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და მისი ბოროტად გამოყენება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღემდე სს ‘’საქართველოს რკინიგზაში’’არ დამდგარა ვიდეო თვალთვალის არსებობის საჭიროება. ბუნდოვანია ასევე, თუ რატომ არ შეიძლება რკინიგზის, როგორც კომპანიის მიზნების მიღწევა, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მეთოდების გამოყენებით. სწორედ აქედან გამომდინარეობს საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი იმის შესახებ, რომ მუშაკთა სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება გამოიწვევს მათ დისკრიმინაციას.

აქვე ხაზგასასმელია უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომელიც უკავშირდება ვიდეო, აუდიო და ფოტო თვალთვალით მოპოვებული ინფორმაციის(ფაილების) შენახვას და ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, რათა აღნიშნული ინფორმაციები არ იქნას გამოყენებული პირის (ამ შემთხვევაში რკინიგზის თანამშრომლის) პოლიტიკური, სამოქალაქო, პროფკავშირული და  კონსტიტუციით გარანტირებული სხვა საზოგადოებრივი აქტიურობის წინააღმდეგ. ეს არის ურთულესი საკითხი, რომლის მოგვარება და სათანადო დონეზე გადაჭრა სახელმწიფოსთვისაც კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით, სახელმწიფოს შექმნილი აქვს სპეციალური კანონები და ინსტიტუტები, მაგალითად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის“ ინსტიტუტი და თანამდებობა. აქვე მოვიხმობთ ამონარიდს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შრომით ურთიერთობებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახლახანს შემუშავებული რეკომენდაციებიდან:

3.7.  ვიდეოთვალთვალი სამუშაო ადგილზე.

კერძო და საჯარო დაწესებულებებს შეუძლიათ მონიტორინგის მიზნით განახორციელონ შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის. დასაშვებია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასველის მონიტორინგი. სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

მაგალითად, ბანკში მოლარის სამუშაო მაგიდასთან ვიდეოთვალთვალის განხორციელება საჭიროა მოლარის და ბანკის უსაფრთხოების დასაცავად, რათა თავდასხმის შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს სწრაფი რეაგირება.

გასათვალისწინებელია, რომ ვიდეოთვალთვალი ავტომატურად არ გულისხმობს  აუდიო მონიტორინგს (ხმის ჩაწერას). შესაბამისად, ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას არ უნდა იყოს შესაძლებელი დასაქმებულთა საუბრის მოსმენა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (როგორიცაა უსაფრთხოების ზომები და სხვა), რის შესახებაც უნდა ეცნობოს დასაქმებულს. შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და სუბიექტის უფლებების შესახებ.

დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ვიდეო კონტროლის ზონაში შესაბამისი  გამაფრთხილებელი ნიშნების თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

(იხ. http://personaldata.ge/res/docs/reccomendation/PDP%20Labour%20Rec%20TK_2.pdf)

აღსანიშნავია, რომ წინამდებარე რეკომენდაციები მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.

რკინიგზის ახალ პროფესიულ კავშირს მიაჩნია, რომ სს ‘’საქართველოს რკინიგზის’’ მიერ შემუშავებული დებულება არ წარმოადგენს პროპორციულ, თანაბარ და თანმიმდევრულ ქმედებას ორგანიზაციაში არსებულ სიტუაციასთან მიმართებით. ამიტომ ვფიქროთ, რელევანტური იქნება თუ უსაფრთხოების, საკუთრებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვა სხვა შესაბამისი მიზნობრივი ქმედებებით იქნება მიღწეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ  მიიღოთ ზომები მოცემულ  საკითხთან დაკავშირებით,  რათა კანონის სრული დაცვით მოხდეს  დასაქმებულთა უფლებების დაცვა.

Amicus Curiae პროფკავშირებს სახალხო დამცველისგან

Posted on

ბლოგის ავტორი საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ვიცეპრეზიდენტი ილია ლეჟავა

Amicus Curiae –  სასამართლოს მეგობარი: საქართველოს სამართლებრივი სისტემაში ეს  ინსტიტუტი 2009-2010 წლებში დაინერგა.   თუმცა მას არც მთლად დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი მხოლოდ გასულ საუკუნეში ჩამოყალიბდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს იურისდიქციაში, მოგვიანებით კი ასახვა ჰპოვა კანონმდებლობაშიც და დღეს მის შესახებ სპეციალური ნორმებიც არსებობს.

დღეისათვის ეს ინსტიტუტი ამერიკაში წარმატებით მუშაობს. ცნობილია რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები დიდი ოდენობით გზავნიან თავიანთ მოსაზრებებს სასამართლოში სხვადასხვა კონკრეტული დავების განხილვისას, რომელთა გადარჩევაც შემდგომ ხდება და სასამართლო მხოლოდ გამორჩეულად მყარ არგუმენტებს იყენებს.

მოგვიანებით ეს ინსტიტუტი გერმანულ-რომაული სამართლის ქვეყნებში ამუშავდა და დღეისათვის მოქმედებს ფაქტობრივად მთელ ევროპაში ინგლისის გარდა. ამ ინსტიტუტს წარმატებით იყენებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოც.

რას ნიშნავს  ,,სასამართლოს მეგობარი”?

სასამართლოში, ჩვეულებრივ არიან მხარეები, რომლებსაც განსახილველ საქმეში კონკრეტული ინტერესი აქვთ და არის სასამართლო, რომელმაც მტყუან-მართალი უნდა გაარჩიოს და საბოლოო მსჯავრი გამოიტანოს. თუმცა, ზოგჯერ გვხვდება ისეთი საქმეებიც, სადაც გარდა კონკრეტული მხარის კონკრეტული ინტერესისა არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესიც: ეს არის საქმეები, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებას შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ყალიბდება პრაქტიკა, რომელიც შეეხება მრავალი ადამიანის, ინტერესთა ჯგუფის მთელი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხს… და სწორედ ასეთ დროს ძალიან ხშირად, საქმეში ერთვება „სასამართლოს მეგობარი“, პირი (ორგანიზაცია), რომელსაც მოცემულ საქმეში არ აქვს კონკრეტული ინტერესი, თუმცა კარგად იცის რა შედეგს მოუტანს კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მთელ საზოგადოებას!

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–12 მუხლის თანახმად:

„საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით.“

იმავე კანონის 21–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით:

„საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია შემოწმების შედეგების მიხედვით:

ე) ცალკეულ შემთხვევებში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;“ 

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს აღნიშნული უფლებამოვალეობა 2010 წლიდან გააჩნია, დღემდე იგი პრაქტიკაში, უჩა ნანუაშვილის არცერთ წინამორბედს არ გამოუყენებია!

Read the rest of this entry »