წესდება

პროფესიული კავშირის წესდება
(2013 წელი)

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  პროფესიული კავშირი (შემდგომში  პროფესიული კავშირი) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, კანონმდებლობის, მათ შორის კანონის ,,პროფესიული კავშირების შესახებ” და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

2. პროფესიული კავშირი წარმოადგენს რკინიგზაში დასაქმებულთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, საერთო ინტერესების, მიზ¬ნების, ამო¬ცანებისა და საქმიანობის პრინციპების საფუძ¬ველ¬ზე.

3.  პროფესიული კავშირი დაფუძნებულია დამფუძნებელი ყრილობის მიერ 2013 წლის 16 ივნისს.
4. პროფესიული კავშირი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ასევე მის ფარგლებს გარეთ.

5. პროფესიულ კავშირს აქვს თავისი სიმბოლოები (დროშა, ემბლემა,), მრგვალი ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, საანგარიშსწორებო საბანკო ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.

6. პროფესიული კავშირი დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვით¬მმართველობის ორგანოების, მეწარმეთა (დამსაქმებელთა) გაერთიანებების (ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან.

7. პროფესიული კავშირი უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, დადოს ხელშეკრულებები, კანონით დადგენილი წესით დააფუძნოს ორგანიზაციები, ფილიალები (წარმომადგენლობები) როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის აქტივებს საქართველოს კანონმდებლობისა და პროფესიული კავშირის მიზნების შესაბამისად, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. 8.პროფესიული კავშირის იურიდიული მისამართია თბილისი, თემქა, მე-11 მკ/რ-ნი, I კვარტალი, კორპ. 20, ბინა 51. Mაილ: railwayworkers@yahoo.com

მუხლი 2 პროფესიული კავშირის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
2.1 პროფკავშირის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) პროფკავშირის ორგანიზაციული მთლიანობის დაცვა.
ბ) წევრთა თანასწორუფლებიანობა და ურთიერთთანამშრომლობა.
გ) ხელმძღვანელობის კოლეგიალობა.
დ) გადაწყვეტილებების საჯაროობა და გამჭვირვალობა.
ე) ურთიერთინფორმირება.
ვ) ხელმძღვანელ ორგანოთა არჩევითობა და ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთა წინაშე.
ზ) პროფკავშირის უმაღლეს არჩევითი ორგანოთა გადაწყვეტილებების შესრულება.
თ) სოლიდარობა საერთო მიზნების მისაღწევად.
ი) სოციალური პარტნიორობა, თანამშრომლობა დამსაქმებლებთან.

 

მუხლი 3. Pპროფესიული კავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

3.1 პროფკავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) წესდებით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა.
ბ) წევრთა პროფესიული, შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარ¬მო-მადგენლობა;
გ) პროფკავშირის წევრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო კონვენციებით და შეთანხმებებით მინიჭებული უფლებებისა და გარანტიების რეალიზება.
დ) ზრუნვა ეკონომიკური რეფორმების სოციალურად ორიენტირების, სოციალური პარტნიორობის სისტემის დასამკვიდრებლად.
ე) თანამშრომლობა სხვა ქვეყნების შესაბამისი პროფილის პროფესიულ კავ¬ში¬რებთან და საერთაშორისო პროფკავშირულ ორგა-ნიზაციებთან..
4. პროფკავშირის მიზნები და ამოცანები

4.1პროფკავშირი აერთიანებს საქართველოს რკინიგზის დაწესებულებებში და მონათესავე დარგობრივ ორგანიზაციებში დასაქმებულებს და მოქმედებს მათი მიზნებიდან გამომდინარე.
4.2 პროფკავშირის მიზნებია:
ა) პროფკავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და მათი წარმომადგენლობა.
ბ) წევრთა ინტერესებიდან გამომდინარე, დასაქმებულების, ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების, უმაღლესი ხელმძღვანელობის წინაშე საკითხების დასმა და მათი რეალიზების პრინციპული მოთხოვნა.
გ) სისტემატიური ბრძოლა წევრთა ცხოვრების დონის ამაღლების, შრომის ანაზღაურებისა და ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მისაღწევად.
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.
4.3. პროფკავშირის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
ა) პროფკადრებისა და აქტივის სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, სხვა პროფესიული კავშირების, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო პროფკავშირების მუშაობის გამოცდილების შესწავლა და განზოგადება.
ბ) წევრების სასამართლოში წარმოდგენა და მათი უფლებების დაცვა.
გ) დამსაქმებლებთან კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
დ) შრომით ურთიერთობებში და შრომით დავებში მონაწილეობა.
ე) სამუშაო ადგილებზე შექმნილი ვითარების შესაბამისად, დასაქმებულთა შრომითი და სოციალურ–ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გაფიცვების, შეკრებების, მანიფესტაციების და სხვა მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარება. სოლიდარობის, საგაფიცვო ფონდებისა და შტაბების შექმნა.
ვ) პროფკავშირს შეუძლია ნებაყოფლობით გაწევრიანდეს ეროვნული პროფესიული კავშირების გაერთიანებებში, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კავშირის ყრილობა და ასევე შეუძლია გაეწევრიანდეს საერთაშორისო პროფკავშირულ გაერთიანებებში პროფესიული კავშირის გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

5. პროფკავშირის წევრები, მათი უფლებები და მოვალეობანი
5.1 პროფკავშირის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს რკინიგზის დაწესებულებებში და მონათესავე დარგობრივ ორგანიზაციებში დასაქმებული, რომელიც აღიარებს პროფკავშირის წესდებას, იხდის საწევრო შენატანს არანაკლებ ხელფასის 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით და თავის საქმიანობით ხელს უწყობს პროფკავშირის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
5.2 პროფკავშირის წევრობა და წევრობის შეწყვეტა ხდება ინდივიდუალური წესით, პროფკავშირში შემსვლელის ან წევრობის შეწყვეტის მსურველის პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე წევრად მიღების ან წევრობის შეწყვეტის საკითხს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კოლეგიური ორგანო.
5.3 პროფკავშირის წევრები აღრიცხვაზე იმყოფებიან პროფკავშირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საწარმოო ან ტერიტორიული ნიშნით/პრინციპით.
5.4 პროფკავშირის წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნას პროფკავშირის დელეგატად, ხოლო დელეგატი აირჩიოს და არჩეული იქნას ხელმძღვანელ, აღმასრულებელ და მაკონტროლებელ ორგანოებში.
ბ) თავისუფლად იმსჯელოს პროფკავშირული მუშაობის საკითხებზე, შეიტანოს წინადადებები, გამოთქვას და დაიცვას თავისი აზრი.
გ) პირადად მონაწილეობდეს პროფკავშირის იმ შეკრებებზე, რომლებზეც განიხილავენ მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
დ) მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია პროფკავშირის საქმიანობის შესახებ;
ე) თავისუფლად გავიდეს პროფკავშირის წევრთა რიგებიდან პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე.
5.4.. პროფკავშირის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას პროფკავშირის წესდება;
ბ) მონაწილეობდეს პროფკავშირის საწესდებო მიზნების განხორციელებაში;
გ) დაიცვას პროფკავშირის საქმიანობის კონფიდენციალობა;
დ) შეასრულოს პროფკავშირის ხელმძღვანელი კოლეგიური ორგანოების (ყრილობა, გამგეობა) გადაწყვეტილებები.
5.5. პროფკავშირის წევრი, რომელიც სისტემატიურად არღვევს წესდებას, არ ასრულებს პროფკავშირის კოლეგიური ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას პროფკავშირის კოლეგიური ორგანოს (გამგეობა) გადაწყვეტილებით შეიძლება გარიცხულ იქნეს პროფკავშირის წევრობიდან. გადაწყვეტილება წევრობიდან.

 

 

6. პროფკავშირის სტრუქტურა
6.1 .პროფკავშირის სტრუქტურული მოწყობის საკითხის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროფკავშირის გამგეობა.
6.2 პროფკავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. მისი მართვის და საქმიანობის წესი რეგულირდება პროფკავშირის გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულებით “პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ” საფუძველზე;
6.3 პროფკავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებულნი არიან პროფკავშირის ყრილობისა და გამგეობის წინაშე.

7. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

7.1. პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს გამგეობის თავმჯდომარე (იგივე-პროფკავშირის თავმჯდომარე).
7.2. გამგეობის თავმჯდომარე (იგივე – პროფკავშირის თავმჯდომარე) აირჩევა ყრილობის მიერ გამგეობის შემადგენლობიდან 4 (ოთხი) წლის ვადით.
7.3 პროფკავშირის თავმჯდომარე:
• წარმართავს პროფკავშირის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
• წარმართავს პროფკავშირის გამგეობის საქმიანობას და ხელმძღვანელობს მის სხდომებს;
• თავმჯდომარეობს პროფკავშირის ყრილობას და ხელს აწერს მის დოკუმენტებს;
• წარმოადგენს პროფკავშირს სხვა პირებთან ურთიერთობის დროს;
• ზედამხედველობს პროფკავშირის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;
• ხელს აწერს პროფკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებს;
• ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს;
• პროფკავშირის თავმჯდომარე ამტკიცებს პროფკავშირის საშტატო განრიგს, აწარმოებს კადრების შერჩევას, დებს და აუქმებს შრომით ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს), გამოსცემს განკარგულებებს.
7.4 პირადი განცხადებით პროფკავშირის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, გამგეობა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიწვიოს რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, რომელიც ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით;
7.5 პროფკავშირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს პროფკავშირის თავმჯომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის განკარგულებით – მისი მოადგილე;
7.6 პროფკავშირის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე;
7.7 პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ხელმძღვანელობს პროფკავშირის საქმიანობის ცალკეულ, ძირითად მიმართულებებს და ანგარიშვალდებულია პროფკავშირის თავმჯდომარის წინაშე. თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციები განისაზღვრება თავმჯდომარის მიერ და მტკიცდება პროფესიული კავშირის გამგეობის სხდომაზე. წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, პროფკავშირის გამგეობის დადგენილებითYშეიძლება პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილეს შეუჩერდეს უფლებამოსილება. თავმჯდომარის მოადგილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან აღდგენის საკითხს წყვეტს პროფკავშირის გამგეობის წევრთა სიითი შემადგენლობის 4/5;
7.8 პროფკავშირის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ხელმძღვანელობენ პროფკავშირის პრაქტიკულ საქმიანობას და ანგარიშვალდებულნი არიან პროფკავშირის ყრილობისა და გამგეობის წინაშე;
7.9 პროფკავშირის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან პროფკავშირის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისთვის შეუძლია მხოლოდ ყრილობას, დელეგატთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში ყრილობა ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი ვადით.
7.10 გამგეობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე(ები), რომელსაც 4 (ოთხი) წლის ვადით გამგეობის შემადგენლობიდან ირჩევს გამგეობა. საჭიროების შემთხვევაში პროფესიული კავშირის გამგეობას უფლება აქვს საზოგადოებრივ საწყისებზე მოადგილის მოვალეობის შესრულება დააკისროს გამგეობის რომელიმე წევრს.
7.11 თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – გამგეობის ერთ-ერთი წევრი თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე.

 

8. პროფკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი
(კოლეგიური) ორგანოები

პროფკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი (კოლეგიური) ორგანოებია:
– პროფკავშირის ყრილობა;
– პროფკავშირის გამგეობა;
– საკონტროლო-სარევიზიო კომისია.

8.1 პროფკავშირის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა (წევრთა საერთო კრება) – (შემდგომ ტექსტში – ყრილობა), რომელიც მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ.

8. 2. პროფკავშირის ყრილობა.
ა) ყრილობის კომპეტენციებია:
 პროფკავშირის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
 პროფკავშირის თავმჯდომარის, გამგეობის, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის არჩევა 4 წლის უფლებამოსილების ვადით;
 პროფკავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამოქმედო პროგრამების განსაზღვრა;
 პროფკავშირის თავმჯდომარის, გამგეობის და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშის მოსმენა;
 გადაწყვეტილების მიღება პროფკავშირის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ;
ბ) პროფკავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატებსა და გამგეობის წევრებად ასარჩევ კანდიდატურებს, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ირჩევენ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოები გამგეობის მიერ დადგენილი კვოტის მიხედვით;
გ) პროფკავშირის ყრილობის მოწვევის, ჩატარების თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ დადგენილებას იღებს პროფკავშირის გამგეობა ყრილობამდე არაუგვიანეს ერთი თვისა;
დ) პროფკავშირის რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა შეიძლება მოწვეულ იქნას:
– პროფკავშირის გამგეობის დადგენილებით;
ე) პროფკავშირის რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას აქვს იგივე უფლებამოსილობები, რაც მორიგ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას;
ვ) პროფკავშირის ყრილობის ჩატარების თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პროფკავშირის ყველა პირველად ორგანიზაციას, ყრილობამდე არაუგვიანეს ორი კვირისა;
თ) ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან ირჩევს პროფკავშირის გამგეობის შემადგენლობას (ფარული ან ღია კენჭისყრით).

8.3. პროფკავშირის ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პროფკავშირის დელეგატთა სიითი შემადგენლობის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება ყრილობაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, გადაწყვეტილება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მიიღება დამსწრეთა 2/3-ის უმრავლესობით.
8.4. პროფკავშირის ყრილობებს შორის პერიოდში ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომლის სხდომები მოიწვევა სამ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გამგეობის წევრების 1/3 მოთხოვნით ან თავმჯდომარის ინიციატივით.
8.5 გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
8.6 პროფკავშირის გამგეობა:
 განსაზღვრავს ყრილობის მოწვევის თარიღს, ჩატარების ადგილსა და დღის წესრიგს;
 უზრუნველყოფს საწესდებო მიზნების განხორციელების მიზნით ყრილობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
 წარმართავს პროფკავშირის საქმიანობას ყრილობებს შორის და ანგარიშვალდებულია ყრილობის წინაშე;
 შეიმუშავებს წინადადებებს საწევრო და სხვა სპეციალური შენატანების შესახებ და იხილავს საწარმოო-სამეურნეო საქმიანობის შედეგებს;
 იღებს გადაწყვეტილებებს პროფკავშირის წევრად მიღების შესახებ;
 ირჩევს თავმჯდომარის მოადგილე (ებ)ს
 კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
 იღებს გადაწყვეტილებებს ყველა სხვა მიმდინარე საკითხებზე, რაც წარმოიშვება ყრილობებს შორის პერიოდში, რაც ყრილობის განსაკუთრებულ კომპეტენციას არ განეკუთვნება და რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მომდევნო ყრილობამდე;
 ყრილობამდე სამი თვით ადრე განსაზღვრავს პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში პროფკავშირის ყრილობის დელეგატთა არჩევნების დაწყებისა და დამთავრების ვადებს;
 პროფკავშირის გამგეობის შემადგენლობას 4 წლის ვადით ირჩევს პროფკავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა;
 საანგარიშო-საარჩევნო პერიოდში გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში იმ ორგანიზაციას, რომელმა ორგანიზაციამაც წარმოადგინა გამგეობის წევრი, უფლება აქვს გამგეობის შემადგენლობაში წარმოადგინოს ახალი წევრი, ამ შემთხვევაში ახალი წევრის უფლებამოსილების საკითხს წყვეტს პროფკავშირის გამგეობა;
 პროფკავშირის გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს იმავდროულად პროფკავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრი;
 პროფკავშირის გამგეობის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე;
 პროფკავშირის გამგეობის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ერთისა ყოველ სამ თვეში პროფკავშირის თავმჯდომარის მოწვევით;
 პროფკავშირის გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
 პროფკავშირის თავმჯდომარის ინიციატივით;
 გამგეობის წევრთა 1/3-ის მოთხოვნის საფუძველზე.
 პროფკავშირის გამგეობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
 პროფკავშირის გამგეობის დადგენილება მიიღება სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ხმების უმრავლესობით;
 პროფკავშირის გამგეობა უფლებამოსილია:
ა) საანგარიშო პერიოდში თავმჯდომარის მოადგილის პირადი განცხადების, პროფკავშირის მიზნებისა და წესდების საწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება და თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობა დააკისროს გამგეობის ერთ-ერთ წევრს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყეტილება დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევის შესახებ;
გ) განსაზღვროს პროფკავშირის საფინანსო პოლიტიკა;
დ) დაამტკიცოს პროფკავშირის ბიუჯეტი;
ე) განახორციელოს სხვა უფლება-მოვალეობები წინამდებარე წესდების შესაბამისად.

 

Mმუხლი 9. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

9.1 პროფესიული კავშირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია პროფკავშირის თავმჯდომარე.
6.2 პროფკავშირის თავმჯდომარე აირჩევა პროფკავშირის გამგეობის მიერ გამგეობის შემადგენლობიდან 4 წლის ვადით.
9.3. თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს პროფკავშირის პრაქტიკულ საქმიანობას ამ წესდებისა და გამგეობის რეკომენდაციების შესაბამისად.
ბ) წარმოადგენს პროფკავშირს და იცავს მის ინტერესებს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, დამსაქმებელთა კავშირებში, მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებში, საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებში.
გ) თავმჯდომარეობს ყრილობისა და გამგეობის სხდომების მუშაობას. პროფესიული კავშირის სახელით მონაწილეობს მოლაპარაკებებში, სხდომებში, თათბირებში, შეხვედრებში და სხვა საწესდებო მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.
დ) ხელმძღვანელობს გამგეობის აპარატს, აწარმოებს კადრების შერჩევას, დებს და აუქმებს შრომით ხელშეკრულებებს, გამოსცემს განკარგულებებს.
ე) განკარგავს პროფესიული კავშირის ყველა ფულად სახსრებს და ქონებას გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ვ) ანხორციელებს ყრილობის და გამგეობის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებებს.
9.4 პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე(ები):
ა) თავმჯდომარის მოადგილე(ები) აირჩევა გამგეობის მიერ გამგეობის შემადგენლობიდან პროფკავშირის თავჯდომარის წარდგინებით.
ბ) პასუხისმგებელია გამგეობის გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლცალკეული მიმართულებების მიხედვით, ორგანიზებას უკეთებს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებასა და განხორციელებას.
გ) თავმჯდომარის არყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობას სპეციალური განკარგულების საფუძველზე.

10. პროფკავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისია:
10.1 პროფკავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიას 5 წევრის შემადგენლობით, ირჩევს პროფკავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 4 წლის ვადით;
10.2 პროფკავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, ირჩევს საკონტროლო-სარევიზიო კომისია მისი შემადგენლობიდან, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის უფლებამოსილების ვადით.
10.3) კონტროლს უწევს პროფკავშირის სახსრების მიზნობრივ ხარჯვას, ბიუჯეტის შესრულებას, საწევრო ანარიცხების დროულ გადმორიცხვას და ყრილობისა და გამგეობის გადაწყვეტილებების შესრულებას;
10.5) ანგარიშვალდებულია პროფკავშირის ყრილობის და გამგეობის წინაშე

10.6) თავის მუშაობაში კომისია ხელმძღვანელობს მოცემული წესდებით, დებულებით საკონტროლო–სარევიზიო კომისიის შესახებ და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
10.7) პროფკავშირის საკონტროლო–სარევიზიო კომისია ახორციელებს ყველა დონის პროფკავშირის არჩევითი ორგანოს მოღვაწეობის კონტროლს და ატარებს შემოწმებებს.
10.8) საკონტროლო–სარევიზიო კომისიას უფლება აქვს:
– მოითხოვოს რევიზიების ან შემოწმებების ჩატარებისას საბუღალტრო, საფინანსო და სხვა საჭირო დოკუმენტების დედნების წარმოდგენა.
– შეამოწმოს მატერიალურად პასუხისმგებელი პირების სახსრების და მატერიალური ფასეულობების ფაქტიური რაოდენობა და მათი შენახვის უზრუნველყოფა.
– მიიღოს მონაცემები საკრედიტო დაწესებულებებში მიმდინარე ანგარიშზე ანგარიშსწორების ცნობები, ჩაატაროს მის სქმიანობასთან დაკავშირებული შემხვედრი შემოწმებები.
– საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს აუდიტი და კვალიფიციური სპეციალისტები პროფბიუჯეტის სახსრებიდან მათი შრომის ანაზღაურებით.
– კომისიის მოთხოვნები გამოვლენილი დარღვევებისა და დანაკლისების აღმოსაფხვრელად პირველადი პროკავშირული ორგანიზაციის კომიტეტისთვის სავალდებულოა, რომელთა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან თავიანთი კოლეგიალური ორგანოს სხდომაზე ერთი თვის ვადაში განიხილონ შემოწმების მასალები და მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია გაუკეთონ კომისიას.
10.9 საკონტროლო–სარევიზიო კომისია ვალდებულია:
– ჩაატაროს რევიზიები და შემოწმებები, შეიმუშაოს და სარევიზიო ორგანოში შეიტანოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, გააკონტროლოს მათი შესრულების მიმდინარეობა.
– ფინანსური დარღვევების, სახსრების და მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ფაქტების გამოვლენისას მოითხოვოს პროფკავშირული ორგანოებისაგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ზომების მიღება და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
– ოპერატიულად მოახდინოს ჩატარებული რევიზიისა და შემოწმების შედეგების საჯაროობა.
– ჩატარებული მუშაობის წლიური შედეგების შესახებ ანგარიში გაუკეთოს კოლეგიალურ პროფკავშირულ ორგანოს.
– პროფორგანოების საფინანსო–სამეურნეო საქმიანობის შემოწმება ხდება პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
– საკონტროლო–სარევიზიო კომისიის წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროფკავშირის აღმასრულებელი ორგანოს სხდომების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.

11. პროფკავშირის ფინანსური სახსრები და ქონება

11.1 პროფკავშირის ფინანსური საფუძველია – პროფკავშირული საწევრო შენატანები.
პროფკავშირის ყველა წევრი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს მოცემული წესდებით განსაზღვრული საწევრო შენატანები. ყოველთვიურად საწევრო შენატანების ოდენობა განისაზღვრება საწარმოო საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველთვიური გამომუშავების, დარიცხული ანაზღაურების არანაკლებ 1 %–ისა.
11.2 პროფკავშირის სახსრებისა და ქონების შექმნის წყაროს წარმოადგენს:
 ყოველთვიური პროფსაწევრო შენატანები.
 იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ქონებრივი შენატანები და შემოწირულობები.
 თავისუფალი საფინანსო სახსრების ბანკებში განთავსებით (დეპოზიტით) მიღებული შემოსავლები.
სხვადასხვა შემოსავლები, რომლებიც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
11.3 პროფკავშირს გააჩნია სრული ფინანსური დამოუკიდებლობა, ფლობს, იყენებს და განაგებს მის საკუთრებაში არსებულ სახსრებსა და ქონებას.
11.4 პროფკავშირის საწევრო შენატანებით შემოსული სახსრები პროფბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად იხარჯება საწესდებო მოვალეობების შესრულებაზე, სააგიტაციო და საგანმანათლებლებო, საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობაზე, გამგეობის აპარატის შენახვასა და სამეურნეო მომსახურებაზე. სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად, მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზღაურებაზე, პროფკადრების და აქტივის სწავლებაზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საერთაშორისო საქმიანობაზე, საქველმოქმედო ფონდების შესაქმნელად და სხვა კანონით აუკრძალავი მიზნებისთვის.
11.5 პროფკავშირის სახსრებისა და ქონების მართვის და განარგვის უფლება აქვს პროფკავშირის გამგეობას.
11..6 პროფკავშირული ორგანიზაციებისა და პროფკავშირის წევრებისათვის დახმარების გასაწევად, პირველადი პროფორგანიზაციების ერთიანი მოქმედების ორგანიზაციისა და გაფიცვების მხარდასაჭერად საწესდებო საქმიანობის ფარგლებში იქმნება შიდა დარგობრივი პროფკავშირული სოლიდარობის და საგაფიცვო ფონდი.

12. პროფკავშირის საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია

12.1 პროფკავშირის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს თანახმად ყრილობის გადაწყვეტილების, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გზით.
პროფკავშირის რეორგანიზაცია ხორციელდება თანახმად ყრილობის გადაწყვეტილებისა, ხოლო ლიკვიდაცია – ყრილობის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
13.2პროფკავშირის სახსრები და სხვა ქონება არ შეიძლება გადანაწილდეს მის წევრებს შორის. იგი გამოიყენება საწესდებო ამოცანების შესასრულებლად ან საქველმოქმედო მიზნებისათვის.
14.3 პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება და სახსრები. რომლებიც დარჩა ხელფასების, პირველადი ორგანიზაციის კომიტეტის შტატიანი მუშაკების კომპენსაციების გაცემის და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად განიკარგება ზემდგომი პროფკავშირული ორგანიზაციის შეხედულებების მიხედვით და იხარჯება ორგანიზაციის საწესდებო მიზნებისათვის.
14.4 პროფკავშირის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშსწორებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდეგ დარჩენილი სახსრების და ქონების გამოყენების წესს განსაზღვრავს პროფკავშირის გამგეობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s