რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მორიგი შრომითი დავის დაწყებაზე იმსჯელებს

Posted on

სახალხო დამცველმა და პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წინააღმდეგ განხორციელებულ დისკრიმინაციულ ფაქტებზე, 18 არასამთავრობო ორგანიზაცია კი რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებენ.

შეშფოთებას გამოვთქვამთ სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის მიერ კომპანიაში ასოციაციის თავისუფლების უხეშად დარღვევის ფაქტების და 2014 წლის 3 დეკემბერს გაფიცვის შედეგად მიღწეული შეთანხმების შეუსრულებებლობის გამო. მოვითხოვთ, შეწყდეს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ლიდერების, აქტივისტებისა და წევრების დევნის, უსამართლო დისციპლინური დასჯის და დისკრიმინაციის პოლიტიკა.

მოვუწოდებთ :
– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასა და რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს შორის 2014 წლის 3 დეკემბერს გაფიცვის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას, კომპანიაში სოციალური დიალოგის კანონის ფარგლებში წარმართვას და დისკრიმინაციის პოლიტიკის შეწყვეტას;

– საქართველოს საპარტნიორო ფონდს, მკაცრად გააკონტროლოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის მოქმედებები კომპანიაში ასოციაციის თავისუფლების შეზღუდვის შემდგომი არდაშვების მიზნით და უზრუნველყოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულ და ეფექტური შესრულება; 10576916_985054261523218_6259136239067978448_n

– საქართველოს მთავრობას და მის მრჩეველს ადამიანის უფლებების საკითხებში, შესაბამისი, დროული და ეფექტური მონიტორინგის გზით ხელი შეუწყოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ მისდამი გაგზავნილ კორესპონდენციებში აღწერილი ასოციაციის თავისუფლების დარღვევის ფაქტების შესწავლას და რეაგირებას.
ვთხოვთ:
– საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიმართ მიმდინარე დისკრიმინაციული და დევნის პოლიტიკის შესახებ საკითხი განიხილონ საქართველოს მთავრობასთან ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის ფორმატსა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემატურ დისკუსიებში.
საქართველოს სამოქალოქო სექტორი სოლიდარობას უცხადებს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს და მის წევრებს მათი დემოკრატიული სამოქალაქო და შრომითი უფლებების სრულად რეალიზების საქმეში.

ხელისმომწერნი:
1. კონსტიტუციის 42 მუხლი;
2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
3. საზოგადოებრივი დამცველი;
4. ადამიანის უფლებათა ცენტრი (EMC);
5. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
6. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
7. იდენტობა;
8. ახალგაზრდა სოციალ – დემოკარეტბი
9. თბილისის ფაბიანური საზოგადოება;
10. საფარი;
11. სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი რეაქტორი;
12. მწვანე მუშტი;
13. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები;
14. სტუდენტური თვითორგანიზების ქსელი;
15. მოძრაობა სტუდენტური სოლიდარობა;
16. საქართველოს პროფესიული კავშირების ახალგაზრდული ორგანიზაცია (Youth GTUC )
17. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
18. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია

აგერ უკვე მესამე თვეა ზედიზედ, 13 000_ი რკინიგზელიდან, 600_ზე მეტი პრემიის 10917108_983089645053013_1090148142886272988_nსახით ხელფასის 50%_იან დანამატს იღებს! ეს ის რკინიგზელები არიან, რომლებმაც გაფიცვაში მონაწილეობა არ მიიღო. მათი უმრავლესობა, ყვითელი, ადმინისტრაციის შექმნილ და მართული პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეები არიან. ,,დამსახურებული” რკინიგზელების სიაში მოხვდნენ, უკვე მესამედ, დეპოს, ცეხის, სადგურის უფროსები, მათი შვილები, დისშვილები, სიძეები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები…

თითოეული მათგანის პრემია, აგერ უკვე ზედიზედ მესამე თვეა, 500 ლარზე ნაკლები არაა… რა დამსახურებით, ვინ და რა მიზნით ურიცხავს რიგით თანამშრომლებს გამონაკლისის სახით პრემიას, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირისთვის დღემდე გაუგებარი რჩება!

გარდა ამისა, რკინიგზის დეპარტამენტში შექმნილია ჯგუფი, რომელიც წინასწარ არკვევს 10906038_983089621719682_7071232536637526985_nრკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წევრების ადგილსამყოფელს, და მას შემდეგ როცა დარწმუნდებიან, რომ თანამშრომელი სახლში არ იმყოფება, მის ოჯახს სტუმრობენ. პროფკავშირს ყოველ დღე ათეულობით ადამიანი მიმართავს და აცხადებენ რომ მიმდინარეობს მათი ოჯახის წევრების დაშინება. მათივე თქმით, მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აფრთხილებენ თუ მათი ოჯახის რკინიგზელი წარმომადგენელი არ დატოვებს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირის რიგებს, მათი ოჯახები დიდ ფინანსურ და მატერიალურ ზიანს მიირებენ! არ დაერიცხებათ პრემიები არასდროს და დიდი შანსია სამსახურიც დააკარგინონ…!

ამ და სხვა მსგავსი დისკრიმინაციული ქმედებების შედეგად, რკინიგზელებში უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება. ახალ პროფკავშირს ყოველდღიურად უწევს ,,ცხელ წერტილებში” მუშაობა რათა გაღიზიანებული დასაქმებულების ქმედებები არ გასცდეს კანონის ფარგლებს.

მიმდინარე თვის ბოლოს დაგეგმილია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის რიგგარეშე გამგეობის გაფართოებული სხდომა, სადაც განსახილველად ერთადერთი საკითხი გავა – დაიწყოს ახალი შრომითი დავა!

დატოვე კომენტარი