რკინიგზის ძველ პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის გაფორმებული შეთანხმება – ანუ მკვდარის გაპატიოსნება

Posted on Updated on

ბლოგი მომზადებულია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტის ილია ლეჟავას მიერ!

მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზაზე, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ორგანიზებით განხორციელდა გაფიცვა და შედგა შეთანხმება რკინიგზის ადმინისტრაციასა და ახალ პროფკავშირს შორის, რკინიგზელების უმრავლესობამ ძველი პროფკავშირის რიგები დატოვა და ახალ, ნამდვილ, მშრომელებისთვის შექმნილ პროფკავშირს შეუერთდა!

ბუნებრივია, გაფიცვის პერიოდში, ადმინისტრაციის მიერ მართულმა ძველმა პროფკავშირმა სახე დაკარგა, გაფიცულ რკინიგზელებს გაურკვეველი ძალის მართული უწოდა და დირექტორების გვერდიგვერდ, კანონიერი გაფიცვის დისკრედიტაციას ეწეოდა! აღნიშნული ქმედება ნამდვილი რკინიგზელებისთვის შეურაწმყოფელი აღმოჩნდა და ,,ყვითელ, ძველ პროფკავშირს“ საბოლოოდ მიუჩინეს თავის ადგილი!

ახალ პროფკავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, ,,ძველმა პროფკავშირმა“ საგანგებოდ, ღია წერილით მიმართა მისსავე მფარველ, რკინიგზის ადმინისტრაციას და ანალოგიური შეთანხმების გაფორმება, საჯაროდ მოსთხოვა!

გაფიცვის პერიოდში ახალ პროფკავშირს და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, ეგრედწოდებული მესამე პირი – საქართველოს მთავრობის მაღალი დონის 10409301_1508323776114303_3324891936089244603_nწარმომადგენლებიც ესწრებოდნენ (რკინიგზა სახელმწიფო ორგანიზაციაა)! შესაბამისად აღნიშნულ მოლაპარაკებებზე მიღწეულ შედეგებს და ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დაპირებებს, ახალი პროფკავშირის გარდა, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებაც ისმენდა! მიმდინარე მოვლენების შეფასების პროცესში, აშკარად გამოიკვეთა გარემოება, რომ რკინიგზაში შექმნილ კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ გარკვეული ძალების მიერ გაძლიერებული და სასათბურე პირობებში აღმოცენებული ძველი პროფკავშირია!  გამომდინარე აქედან, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან გაცემულ იქნა დაპირება, არ გაიმეორებდა 2013 წელს დაშვებულ შეცდომას და ძველ პროფკავშირთან  გაფიცვის შემდგომი შეთანხმების გაფორმებისგან თავს შეიკავებდა!

ნაკისრი ვალდებულება, რკინიგზის ადმინისტრაციამ, ნაწილობრივ შეასრულა და მიუხედავად ძველი პროფკავშირის საჯაროდ გაჟღერებული მოთხოვნისა, მათთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმება არ მომხდარა!

თუმცა, ყველასთვის უკვე ცნობილმა ძალებმა მაინც მოახერხეს მკვდარის (,,ძველი პროფკავშირის“) გაპატიოსნება და რკინიგზის ახალგაზრდა მმართველი – მამუკა ბახტაძე, დაარწმუნეს ზურაბ ნასარაიასთან (ძველი პროფკავშირის  ,,მმართველი“) ერთად ხელი მოეწერა 15 პუნქტიან შეთანხმების დოკუმენტზე რომელიც სინამდვილეში იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მასში ახალი და განსაკუთრებული არაფერი წერია!

რეალურად, ძველ პროფკავშირთან გაფორმებული დოკუმენტი, უკვე არსებული კოლექტიური ხელშეკრულების ახლიდან გადაწერაა და მხოლოდდამხოლოდ რკინიგზელების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა!

სსსაქართველოს რკინიგზასადასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირსშორის

. თბილისი ”09” ”დეკემბერი” 2014.

წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეები ვთანხმდებით შემდეგზე:

  1. საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთან ერთად მოხდეს რკინიგზელებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სამედიცინო დაზღვევის პირობების გადახედვა და გაუმჯობესებული პაკეტის მომზადება.

( აღნიშნული ვალდებულება უკვე ისედაც აღებული აქვს რკინიგზის ადმინისტრაციას 2013 წლის დეკემბერში კომპანიაში მოქმედ ორივე პროფკავშირთან და მისი შესრულება ნებით თუ სასამართლოს ძალით, დირექტორატს ისედაც მოუწევს!

3.4.1. ყოველწლიურად უზრუნლველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა. სადაზღვევო კომპანიის შემოთავაზებული პირობები განიხილოს პროფესიული კავშირის მონაწილეობით.  (კოლექტიური ხელშეკრულება)

  1. რკინიგზის შინაგანაწესის ახალ პროექტთან დაკავშირებით კომისია დაკომპლექტდება სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირისწარმომადგენლებით.

(გარდა იმისა, რომ ახალ შინაგანაწესზე მუშაობა რკინიგზის ადმინისტრაციასა და პროფკავშირებს შორის უკვე დაწყებულია და ,,ახალ პროფკავშირმა“ ჯერ კიდევ ორი თვის წინ წარუდგინა მენეჯმენტს ,,შინაგანაწესში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი, ეს ის დოკუმენტია, რომლის ცალმხრივად, ან თუნდაც მხოლოდ  რომელიმე პროფკავშირთან შეთანხმებით დანერგვა პირდაპირ კანონდარღვევაა და სავარაუდო საფუძველი, მოჰყვეს მას ახალი შრომითი დავა კომპანიაში! შესაბამისად ახალი შინაგანაწესის შემუშავება მოითხოვს ყოველმხრივ კონსესუსს და აღნიშნულზე მუშაობა მხოლოდ ერთ ან მეორე პროფკავშირთან ფიზიკურად შეუძლებელს ხდის კანონი! შესაბამისი ჩანაწერი, კოლექტიურ ხელშეკრულებაშიც მკაფიოა:

ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას:

  • ახალი შრომის შინაგანაწესის შემუშავების/ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროცესში, კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში განიხილოს შესაბამისი პროფესიული კავშირის რეკომენდაციები.)
  1. 2015 წლის ბიუჯეტში აისახოს რკინიგზაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, პროფესიულტექნიკური განათლების მიღებისა და ბაკალავრიატის ზედა საფეხურების დაფინანსებისათვის დამატებითი თანხები.

(კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, პროფესიულ-ტექნიკური განათლების მიღებისა და ბაკალავრიატის ზედა საფეხურების დაფინანსებისათვის დამატებითი თანხები ბიუჯეტში  გარდა იმისა რომ გენერალური დირექტორის ძალისხმევით უკვე ასახულია 2015 წლის ბიუჯეტში, აღნიშნული ხარჯების გაწევას რკინიგზაში დასანერგი ახალი სახელფასო სისტემაც ითვალისწინებს! შესაბამისად აღნიშნული პუნქტი კიდევ უფრო ნათლად ადასტურებს მცდელობას – მკვდარი გააპატიოსნონ და ნასარაიას მიღწევად ჩაითვალოს უკვე განხორციელებული ქმედება! )

  1. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შევიდეს ცვლილებები და დაემატოს მუხლი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე თანხის გამოყოფის შესახებ (დეპოებში საშხაპეებისა და სველი წერტილების რემონტზე, მემანქანეების მოსასვენებელი სახლების რემონტზე და გათბობაგაგრილების სისტემების დამონტაჟებაზე)

(მე-4 მუხლი თამამად შეიძლება ითქვას რომ შედევრია! დეპოებში საშხაპეებისა და სველი წერტილების რემონტზე, მემანქანეების მოსასვენებელი სახლების რემონტზე და გათბობა-გაგრილების სისტემების დამონტაჟებაზე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ არაერთგზის მოთხოვნისა და ძალისხმევის შედეგად უკვე დაწყებულია ადმინისტრაციის მხრიდან მუშაობა და შესაბამისი ტენდერებიც გამოცხადებულია! გარკვეული სამუშაოები, გარკვეულ დეპოებში დღესაც მიმდინარეობს და აღნიშნულს ახალი პროფკავშირი მიესალმება!)

  1. შრომის მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე დასაქმებულ მუშაკთა ნუსხაში დამატებითი კატეგორიების ჩართვისა და სამუშაო პირობების შესწავლის მიზნით შეიქმნას სპეციალური კომისია სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა და რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელთა შემადგენლობით. 2015 წლის ბიუჯეტში გამოიყოს თანხები შესაბამისი სერთიფიცირებული ლაბორატორიის დაქირავებისათვის.

(დავიწყოთ იქედან, რომ  მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განმსაზღვრელი შესაბამისი სერთიფიცირებული ლაბორატორია საქართველოში მხოლოდ ერთი არსებობს და ისიც მხოლოდ ერთი დირექტორისა და რამოდენიმე სპეციალისტისგან შედგება! წლებია აღნიშნული ლაბორატორია გაპარტახებულია და მისი თანამედროვე სტანდარტებით ამუშავებისთვის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დღემდე უშედეგოდ ეძებს ინვესტორს! სწორედ აღნიშნული ლაბორატორიის უფუნქციოდ არსებობის მიზეზია მძიმე, მავნე და საშიშ პირობების პოზიციათა ჩამონათვალს დღემდე რომ ვერ ანახლებს სახელმწიფო! ასოცირების ხელსეკრულებით, მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება აღნიშნული ლაბორატორია განაახლოს თუმცა ამ ვალდებულების შესრულებისთვის ჩვენს სახელმწიფოს 4 წელი აქვს მიცემული! შესაბამისად ძველ პროფკავშირთან გაფორმებული მე-5 მუხლი მინიმუმ თვალებში განზრახ ნაცრის შეყრაა და მაქსიმუმ მენეჯმენტის მხრიდან საკითხის არ ცოდნასთან გვაქვს საქმე!

რკინიგზაში ამ მხრივ არსებულ პრობლემის თავი და თავი ,,ახალ პროფკავშირმა“ კარგად იცის! მიზეზი ერთია, შრომის კოდექსით მინიჭებული 10 დღიანი შვებულება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულ რკინიგზელების ნაწილს ისევდაისევ უკანონოდ არ ეძლევათ! საჭიროა უბრალოდ ავიღოთ არსებული ჩამონათვალი (რკინიგზაში  42 დასახელების) და მასში შესულ პოზიციებზე დასაქმებულ რკინიგზელებს კანონის შესაბამისად მივანიჭოთ შრომის კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი! ბიუჯეტში გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები ტყუილია! მარტო იმიტომ რომ ამ თანხებით ვერანაირ ლაბორატორიას ვერ დაიქირავებს რკინიგზა, მისი ქვეყანაში არ არსებობისდა გამო! )

  1. რკინიგზელთა საგარეუბნო მატარებლებით სამსახურებრივი დანიშნულებით უფასო მგზავრობის დანერგვასთან დაკავშირებით შეიწმნას ერთობლივი კომისია სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირისწარმომადგენლების მონაწილეობით.

(ამ შემთხვევაში რა შეიძლება ითქვას?! არც არაფერი ახალი – უბრალოდ მოვიყვანთ ნიმუშად ახალ პროფკავშირთან გაფორმებულ კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამის ჩანაწერს:

  • დასაქმებულთა ცალკეული კატეგორიები, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება დამსაქმებლის დირექტორთა საბჭოს მიერ, უზრუნველყოს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის აუცილებელი სამგზავრო ბილეთებით; (ადმინისტრაციის მიერ არებული ვალდებულება )

 

  1. 2015 წლის ბოლომდე კომპანიის ყველა დასაქმებულს მიეცეს რკინიგზელის დამადასტურებელი მოწმობა.

 

(ევრიკა!

აი ეს ახალია! – მადლობა ბატონო ზურაბ რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე შეტანხმებას მიაღწიეთ! )

  1. სოციალური ბინათმშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით კომისია შეიქმნება და დაკომპლექტდება სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირისწარმომადგენლებით.
  2. საბინაო ფონდის შექმნის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების ოპერატიულად განხილვა გადაწყვეტისა და შემდგომში სიის რიგითობის განსაზღვრისათვის შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირისწარმომადგენლებით.

 

(საინტერესო ჩანაწერია უდაოდ!  თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას – კარგია რომ ადმინისტრაციამ როგორც იქნა დაიწყო იმ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ფიქრი, რასაც რკინიგზელების სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წლების წინ აღებული asdfasdfdasfsadfafrვალდებულება ჰქვია! საბინაო პროექტი რკინიგზაში დროებით შეაჩერა ოლეგ ბიჭიაშვილმა, თუმცა აღნიშნული პროექტი რკინიგზის ოფიციალურ საიტიდან მაინც არ გამქრალა! მისი კვლავ ამოქმედება რათქმაუნდა რკინიგზის ადმინისტრაციის ნება-სურვილზეა დამოკიდებული თუმცა ჩვენი, ახალი პროფკავშირის ჩართულობის ვალდებულება, საქართველოს რკინიგზას ამ შემთხვევაშიც უკვე აღებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულებით:

  • უზრუნველყოს პროფესიული კავშირის ჩართულობა დასაქმებულთათვის შესამუშავებელი სოციალური პროექტების განხილვის პროცესში.

 

საბინაო პროექტი, ეს ის საკითხია, სადაც პროფკავშირული კუთვნილებით მასში ჩართულ რკინიგზელების გამორჩევის გამო, ადმინისტრაცია დანის პირზე გაივლის და საბოლოოდ აღნიშნული შედეგი მიუღწევადი გახდება!  ახალი პროფკავშირი ამ კუთხით გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მკაცრად გააკონტროლებს და დროულად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს! )

  1. ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებულია კლასით და თანრიგებით ხელფასის განსხვავება, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან სახელფასო სისტემის ძალაში შესვლამდე მემანქანეების ყოველთვიურ სარგოზე დაწესდება მე-3-, მე-2- და 1 კლასის დანამატი შესაბამისად 5%, 10% და 15%-ის ოდენობით და დანამატი მემანქანის თანაშემწეებისათვის მართვის მოწმობაზე 5%-ის ოდენობით. ამასთან, სახელფასო სისტემით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოში შესაბამისად გათვალისწინებული იქნება აღნიშნული დანამატი.

(აღნიშნულ ჩანაწერზე კომენტარი ზედმეტია! რეალურად, ამ კუთხით მიღწეული შედეგი შეგიძლიათ იხილოთ ახალ პროფკავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის გაფიცვის პერიოდში გაფორმებულ შეთანხმებაში

ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებულია კლასით და თანრიგებით ხელფასის განსხვავება, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან სახელფასო სისტემის ძალაში შესვლამდე, მემანქანეების ყოველთვიურ სარგოზე დაწესდება მესამე, მეორე და პირველი კლასის დანამატის შესაბამისად 5%-10%-15%-ის ოდენობით და დანამატი მემანქანის თანაშემწეებისთვის მართვის მოწმობაზე 5%-ის ოდენობით. ამასთან, სახელფასო სისტემით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოში, შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება აღნიშნული დანამატი;)

11. ნამსახურების (სტაჟი) და თანრიგის კოეფიციენტი განისაზღვრება კონკრეტული პროფესიებისთვის დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთანწინასწარი კონსულტაციების შემდეგ აისახება სახელფასო სისტემაში. ამავდროულად, სტაჟი წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს და სხვა თანაბარ პირობებში სტაჟს მიენიჭება უპირატესობა.

(ძველი პროფკავშირის მხრიდან ახალი პროფკავშირის მიერ მიღწეული შედეგის მახინჯი მცდელობაა შეთანხმების მე-11 მუხლიც!

ნამსახურების (სტაჟი) და თანრიგის კოეფიციენტი განისაზღვრება კონკრეტული პროფესიებისათვის და საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ აისახება სახელფასო სისტემაში. ამავდროულად, “სტაჟი” წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს და სხვა თანაბარ პირობებში “სტაჟს” მიენიჭება უპირატესობა; (შეთანხმება ახალ პროფკავშირთან) )

12. 2015 წელის არაუგვიანეს მეორე კვარტლისა ძალაში შედის ახალი საპრემიოსამოტივაციო სისტემასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთანკონსულტაციების შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მისცემს თანამშრომელს შესაძლებლობას კვარტალში ერთხელ მიიღოს პრემია, სამი თვის დარიცხული ხელფასის 30% მდე უმაღლესი შეფასების შემთხვევში.

(იგივე შეიძლება ითქვას მე-12 მუხლზეც!

2015 წლის არაუგვიანეს მეორე კვარტლისა, ძალაში შედის ახალი საპრემიო-სამოტივაციო სისტემა საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კონსულტაციების შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისცემს თანამშრომელს შესაძლებლობას, კვარტალში ერთხელ მიიღოს პრემია. 3 თვის დარიცხული ხელფასის 30%. 1 წლის პერიოდით, ეს გულისხმობს დაახლოებით დამატებით 4 თვის ხელფასს; (შეთანხმება ახალ პროფკავშირთან) )

13. ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებულ საპრეტენზიო კომისიები დაკომპლექტდება სსსაქართველოს რკინიგზისადმინისტრაციისა დასაქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირისწარმომადგენლებით.

(და მე-13 მუხლზეც!

ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებული საპრეტენზიო კომისიები დაკომპლექტდება სს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისა და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებით; (შეთანხმება ახალ პროფკავშირთან) )

14. ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის დასრულების შემდეგ თითოეულ რკინიგზელს აუნაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა 2014 წლის 1 იანვრიდან გაზრდილი ტარიფით.

(სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! საკონსტიტუციო სასამართლოში, სამუშაო კვირის ნორმაზე როგორც ცნობილია სარჩელი, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მემანქანის თანაშემწმემ, დღეს უკვე საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ილია ლეჟავამ სეიტანა! 2014 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს სედეგის გათვალისწინებით ზეგანაკვეთური ნამუშევრის ანაზღაურების გადახდა კი რკინიგზის ადმინისტრაციამ 2013 წლის 14 ნოემბრის გაფიცვის შემდეგ აიღო ვალდებულებად! აღნიშნული გაფიცვის ორგანიზატორიც რათმქაუნდა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი იყო!)

  1. სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციისა და რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელთა შემადგენლობით შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს კოლექტიური შეთანხმების შესრულებაზე და განიხილავს ყველა სახის შრომით დავას. აღნიშნული კომისიის დებულებას და რეგლამენტს მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივად.

(და ბოლოს, მთავარს ყველასთვის ნათელმა ძალამ ვერ მიაღწია! ძველი პროფკავშირის მიერ ადმინისტრაციასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით მე-15 მუხლის ფორმულირება შეგიძლიათ შეადაროთ ახალი პროფკავშირის მიერ მიღწეულ ანალოგიურ შედეგს:

  1. შეიქმნება სპეციალური კომისია სს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელთა შემადგენლობით პარიტეტულ საწყისებზე. აღნიშნული კომისიის მიზანია გაფიცვამდე, გაფიცვის მინდინარებოსა და გაფიცვის შემდგომ, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლთა მიერ გაფიცულთა მიმართ ზეწოლის განხორციელების, დევნის და შევიწროების ფაქტების (დათხოვნა, დაქვეითება, ფინანსური სანქციების გატარება და სხვა სახით დისციპლინყური სასჯელის ფორმა) შესწავლა და კომპანიის დირექტორთა საბჭოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, აღნიშნული ორგანო მიიღებს ადეკვატურ საკადრო და დისციპლინურ გადაწყვეტილებებს. აღნიშნული კომისია ასევე განახორციელებს მონიტორინგს კოლექტიური შეთანხმების შესრულებაზე და განიხილავს ყველა სახის შრომით დავას. აღნიშნული კომისიის დებულებას (კომპეტენციას, მუშაობის რეგლამენტს და ა.შ.) მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივად, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში და კომისია მოქმედებას დაიწყებს ამ შეთაბხმების ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში. ამ კომისიის გადაწყვეტილებები მხარებისთვის შესასრულებლად სავალდებულოა”, – წერია დოკუმენტში. )

პ.ს. გამომდინარე ზემოთთქმულიდან – საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, რკინიგზის გენერალურ დირექტორს და ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ მისცემთ საშუალებას რკინიგზაში მოღვაწე უკვე ყველასთვის ცნობილ დესტრუქციულ ძალებს გააღვივოს მორიგი შრომითი დავა და გაფიცვა რკინიგზაზე რისი მარცვალიც ყვითელ, ძველ, ნასარაიას პროფკავშირთან გაფორმებული ეს ერთიშეხედვით არაფრისმომცემი დოკუმენტია! ახალმა პროფკავშირმა ყველა დონეზე დაამტკიცა რომ სუფთა, სამართლიანი და დამოუკიდებელი ორგანიზაციაა! მას მართავს რიგითი რკინიგზელები, რკინიგზელებისვე შრომითი და სოციალური უფლებების დასაცავად!

ჩვენ, რკინიგზელები 13 000_ნი ვართ!

კოკა კი წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს!!!

10274045_821504774544835_1475849938009584485_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s